სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 წლის მოზარდი მაშველებმა თბილისის ზღვაში გარდაცვლილი იპოვნეს

სულ ცოტა ხნის წინ 112-ში შევიდა შეტყობინება თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის შესახებ, რომელიც მეგობრებთან ერთად ცურავდა ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, მაშველებმა იგი წყალში დაღუპული იპოვნეს. მის ცხედარს სამაშველო სამსახურის ბრიგადა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ეძებდა.აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია და ამისთვის შესაბამისი წარწერებიც არის განთავსებული. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. წყალსაქაჩის მიმდებარედ საბანაოდ არასრულწლოვნები ხშირად დადიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100