სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელიავაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული

ამ დროის მონაცემებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. სამედიცინო ბრიგადამ "ევექსის" კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ერთი პირი გადაიყვანა.
ცენტრში სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები.
ბაზრობის თანამშრომლების განცხადებით, ე.წ სექტორები ყველაზე დაცული შენობა იყო მთელი ბაზრობის ტერიტორიაზე. მათ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასახელება უჭირთ, ამასთან, მაღაზიების მფლობელთა ნაწილი ცეცხლის ხელოვნურად გაჩენის თაობაზე საუბრობს, თუმცა დაინტერესებულ პირებს ვერ ასახელებენ.
წყარო: „ინტერპრესნიუსი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100