ოთხი წლის გოგონა მამის იუბილეზე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამოთიშეს და მკვდრად გამოაცხადეს

ესპანეთში ოთხი წლის ბლოსომ კელი ნაქირავებ ვილაზე აუზში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. ოჯახმა ეს ვილა ბლოსომის ბაბუისთვის დაიქირავა, რათა მისი 60 წლის იუბილე აღენიშნათ, თუმცა დღესასწაული ნამდვილ ტრაგედიად გადაიქცა. გოგონა სასწრაფოდ გადაიყვანეს ბარსელონის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს. კელი რამდენიმე თვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, სიცოცხლეს კი მართვითი სუნთქვის აპარატი უნდარჩუნებდა. უიმედო სიტუაციის გათვალისწინებით, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მისთვის აპარატი გაეთიშათ, რადგან გონზე ვეღარ მოვიდოდა. ბლოსომი სწორედ მამის იუბილეზე გამორთეს აპარატიდან და ოფიციალურად გამოაცხადეს გარდაცვლილად.

„ჩემი შვილებისთვის იმის თქმა, რომ მათი და გარდაიცვალა, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო“ - აღნიშნა ბლოსომის დედამ.

რაც შეეხება ბლოსომის მამას, ის თავისი შვილის სიკვდილში სხვა მშობლებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. ის აცხადებს, რომ აუზი სპეციალურად შემოღობილი ტერიტორიის მიღმა იყო და ბავშვი იქ არ უნდა მოხვედრილიყო. თავად პატარა ბავშვები ჰყავდა ჩაბარებული და ბლოსომისთვის საკმარისი ყურადღება არ მიუქცევია. მეორეს მხრივ, იმასაც ნანობს, რომ პატარას თავის დროზე ცურვა არ ასწავლა, რაც მას სიკვდილისგან იხსნიდა.

კელის ოჯახმა ბლოსომის სახელობის ფონდი შექმნა, რომელიც მცირეწლოვანების ცურვის გაკვეთილებს დააფინანსებს. ფინდში უკვე 11 ათასი დოლარია გადარიცხული.

კომენტარი