13 ივნისს დაღუპული ინდირა ზარანდიას მეგობრის ემოციური წერილი

13 ივნისის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. წყალდიდობის დროს გარდაცვილ ადამიანებს მეგობრები სოციალურ ქსელში სხვადასხვა პოსტებს უძღვნიან, რომლებსაც გულგრილად ვერ წაიკითხავთ.
"მე არ მახასიათებს ემოციების გამოხატვა საჯაროდ და მით უმეტეს სოციალურ ქსელში ) ამიტომაც ხშირად არ ვწერ არც ინდიზე და არც 13 ივნისის ტრაგედიაზე ზოგადად ))
მაგრამ მე ერთ ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, რომელსაც ყოველ დღე ახსოვს ინდი, შეუძლებელია 1 წელი ყოველ დღე ნახულობდე მას და ოდესმე დაგავიწყდეს! სამეგრელოში მგზავრობის დროს მიწევს გავიარო მისი სოფელიც და ყოველ ჯერზე მიწევს განვიცადო ის, რაც მჭირდა მისი დაკრძალვის დღეს იმავე სოფელში!
ინდი, შენ ყველაზე მხიარული და სიცოცხლით სავსე ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს და სიცოცხლის ბოლომდე მოვიტყუებ ალბათ თავს და ჩაგთვლი იმ ცოცხალი ადამინების სიაში, ვინც მე მართლა გულით მიყვარს!
ასე რომ, ინდი, მიყვარხარ და მენატრები!"

კომენტარი