ხელისუფლება "ჯორჯიან მანგანეზის" ქონების ხელში ჩაგდებას ცდილობს

საქართველოს მთავრობამ "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველის დანიშვნით კომპანიის საქმიანობაზე სრული კონტროლი აიღო და ქონების ხელში ჩაგდება/ექსპროპრიაცია მოახდინა.

ასე აფასებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას GAA-სადა "ჯორჯიან მანგანეზი"-ს მფლობელები, რომლებიც საქართველოში მოახლოებულ სერიოზულ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას.

მფლობელები აღნიშნავენ, რომ კომპანია უმსხვილესი დამსაქმებელია ქვეყანაში და ბოლო დრომდე პოზიტიური ურთიერთობა ჰქონდათ საქათველოს მთავრობასთან.

"ჯორჯიანმანგანეზმა", მისი დაფუძნებიდან დღემდე, ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა ქართველებისთვის, თუმცა სამწუხაროდ, უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღნიშნული მისწრაფება შერყეულია.

"ჩვენ გავხდით მსხვერპლნი ისეთი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არ მოიაზრება არც საქართველოს კანონმდებლობაში, არც საერთაშორისო სამართალში და არც საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებაში. საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილი საქართველოში, ისევე როგორც კანონის უზენაესობა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და აშშ-ის ნედლეულით მომარაგება მისი ფოლადის წარმოებისთვის, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან ამ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, რათა "ჯორჯიანმანგანეზმა" შეძლოს სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად შესრულება",- აცხადებენ GAA-სადა "ჯორჯიანმანგანეზი" მფლობელები.

მფლობელები ირწმუნებიან, რომ საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით მიიღო უკანონო ზომები GAA-სწინააღმდეგ, რითაც ხელი შეუშალა ”ჯორჯიანმანგანეზს” მანგანუმის მადნის მოპოვების და ფეროშენადნობის წარმოებაში. შედეგად აშშ-ს ფოლადის მწარმოებლებს ნედლეულის მიწოდება შუფერხდათ.

შვიდი დღის გასვლის შემდეგ რაც ”ჯორჯიან მანგანეზმა” საქართველოს მთავრობას ღიად აცნობა ორგანიზაციის მზად ყოფნა, რომ სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მიმართავდა საერთაშორისო დახმარებას, 2017 წლის 11 მაისს მთავრობამ საპასუხოდ ხელში ჩაიგდო "ჯორჯიანმანგანეზი"-სსაქმიანობაზე სრული კონტროლი.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მოიპოვა სასამრთლოს ცალმხრივი ბრძანება "ჯორჯიანმანგანეზი"-ს დირექტორის გათავისუფლების და მის ნაცვლად მთავრობის მიერ შერჩეული დირექტორის (სპეციალურიმმართველის) დანიშვნის შესახებ.

"საქართველოს მიერ საერთშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებით, სასამართლომ შეცვალა ”ჯორჯიანმანგანეზი”- ს დირექტორი და უსაზღვრო უფლებამოსილებით აღეჭურვა ახალი დირექტორი (სპეციალური მმართველი), რომელიც მისივე გადაწყვეტილებით სარგებლობს ”ჯორჯიან მანგანეზი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს ნაცვლადაც. კომპანიის უცხოელ აქციონერთა ინტერესების სრული იგნორირებით (რომლებიც ფლობენ წილის უმრავლესობას), მთავრობამ დანიშნა ახალი დირექტორი (სპეციალური მმართველი), რომელიც ახლო კავშირში იმყოფება და კერძო ინტერესები გააჩნია აქციონერთა იმ ქართულ ჯგუფთან, რომელიც GAA-ს საკუთრების უმნიშვნელო წილს, 4%-ს ფლობს",- აცხადებენ კომპანიების მფლობელები.

ისინი ირწმუნებიან, რომ საქართველოს სასამართლო არ მოქმედებს დამოუკიდებლად და უგულებელყოფს სამართლიან პროცესის წარმართვას.

მფლობელები ამბობენ, რომ უკანასკნელ პერიოდში "ჯორჯიანმანგანეზი" მოწმე გახდა არაერთი უსამართლო პროცედურული განხილვის თუ არსებითი დადგენილების, რაც დაუფარავ ეჭვს აჩენს საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში.

"საქართველოს მთავრობამ იგნორირება მოახდინა არაერთი ორმხრივი თუ მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების პირობებისა, რითაც უხეშად დაარღვია ევროპის კონვენცია ადამიანთა უფლებების შესახებ. "ჯორჯიანმანგანეზს" დაეკისრა 82 მილიონი აშშ დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების გადახდა. დაკისრებული ვალდებულება უსამართლოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ფინანსური აღიცხვიანობის პრინციპებს და საწარმოო სტანდარტების პრაქტიკას. ”ჯორჯიანმანგანეზი”-ს ფიანასური აუდიტი ყოველწლირად ტარდება საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის PwC-ის (PricewaterhouseCoopers) მიერ. ამის გარდა მათ მიერ პერიოდულად მზადდება დასკვები კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებზე და სატრანფერო ფასწარმოქმნაზე.

მეორე საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ E&Y (Ernest&Young)-მ თავის მხრივ შეისწავლა და წარმოადგინა დასკვენები სატრანფერო ფასწარმოქმნაზე (transfer pricing)-E&Y(ავსტრალია) ასევე საფუძვლიანად შეისწავლა მადნისმოპოვების პროცესებიც. ვერც PwC-მდავერც E&Y ვერანაირი საფუძველი ვერ ნახა, თუ რისთვის უნდა დაკისროდა კომპანიას ჯარიმები”,- აცხადებენ GAA-სა და "ჯორჯიან მანგანეზი"-ს მფლობელები.

როგორც აღმოჩნდა, გარემოს დაცვის რეგულაციების ბოროტად გამოყენებით და სხვა მანიპულაციებით კომპანიისთვის დაკისრებულ იქნა 160 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა.

მსგავსი სახის სამართლებრივი დევნა ყოვლად გაუაზრებელი და უსამართლოდ აღსრულებული აღმოჩნდა კომპანიების მფლობელებისთვის.

რამდენიმე წლის წინ "ჯორჯიან მანგანეზმა" საკუთარი ინიციატივით, საქართველოს მთავრობას მიმართა თხოვნით ნებართვა მიეცა განეხორციელებინა 25 მილიონი აშშ დოლარისინვესტიცია ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობაზე ჭიათურაში - რაც მთლიანად აღმოფხვრიდა გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

"ჯორჯიან მანგანეზში" დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში განზრახ ბლოკავდა კომპანიის მიერ ინიცირებულ საინვესტიციო პროექტს და ამით ამჯობინებდა გარემოს დაცვითი დარღვევები გამოყენებინებინა შემდგომ უსამართლო ჯარიმების დასაკისრებლად.

GAA ფეროშენადნობების ერთერთი მსხვილი მიმწოდებელია აშშ-ს ფოლადმწარმებლთათვის (150,000 – 200,000 ტონაწელიწადში). არარსებობს მანგანუმის მადნის შიდარესურსი აშშ-ში - რაც მთავარი ნედლეულია ფეროშენადნობების საწარმოებლად. მარტივად რომ ითქვას: ფოლადს მაგანუმის შენადნობის გარეშე ვერ აწარმოებ. აღსანიშნავია ისიც, რომ თეთრ სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ ფოლადის მარაგი მნიშვნელოვანი საკითხია აშშ-ს უსაფრთხოებისთვის. აშშ-ს ფოლადის მარაგთან დაკავშირებული რისკი კვლავაც შეისწავლება კომერციის დეპარტამენტის მიერ აშშ-ს პრეზიდენტის უშუალო დავალებით. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფეროშენადნობების მარაგი მნიშვნელოვანი საკითხია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

"ჯორჯიან მანგანეზი"-ს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური კომპანიის - განსაკუთრებით მსხვილი წარმოების მიმართ ქვეყანაში განხორციელებული აგრესიისა და უკანონო ქმედების ერთერთი უკანასკნელი მაგალითია.

ყაზახეთის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ და ორმა ჰოლანდიურმა ენერგოკომპანიამ უკვე განაცხადეს პრეტენზია საქართველოს მხრიდან საერთაშორისო კანონისა და ხელშეკრულების დარღვევის შესახებ.

მაშინ როცა რეიტინგებში საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ეკონომიკური თავისუფლება და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოა, როგორც აღმოჩნდა, რეალური ვითარება საკმაოდ განსხვავებულია.

სად იკვეთება პოლიტიკური და ბიზნესინტერესები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხელისუფლების ქმედებები რომ ჰგავს "გაჯიუტებას", ამას ხსენებული ფაქტები ადასტურებს.



კომპანიის შესახებ:

"ჯოჯიანემერიქენელოიზ" (“GAA”) – ამერიკული კომპანიაა, შტატდელავერში დაფუძენბული კორპორაცია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქ.მაიამიში და ფლობს ფეროშენადნობების ქარხნებს დასავლეთ ვირჯინიასა და კენტუკიში.

GAA 100%-ითფლობს საქართველოში მდებარე შვილობილ კომპანიას „ჯორჯიან მანგანეზი“ (“GM”). “ჯორჯიან მანგანეზი” უმსხვილესი კერძო საწარმოა საქართველოში, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 5,500 თანამშროემლი.

"ჯორჯიან მანგანეზს" განხორციელებულია ქვსასობით მილიონიდოლარის ინვესტიცია საქართველოში კაპიტალურ ხარჯებისა და საწარმოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის. GAA- საკუთარი წარმოების ფეროშენადნობებით ამარაგებს შემდეგ კომპანიებს: Nucor – უმსხვილესი ფოლადისმწარმოებელია მერიკის შეერთებულ შტატებში; Gerdau – long steel ფოლადის უმსხვილესი მწარმოებელი ამერიკის კონტინენტზე; Commercial Metals – ფოლადისა და ლითონის მწარმოებელი ტეხასში – და S&P400-ში შემავალი კომპანია.

კომენტარი