სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მირორი დარწმუნდა, რომ ჰამაკი საქართველოს ხაშურში დაფრინავს და არა ამერიკის

ინტერნეტში გავირუსებული ვიდეო, რომელშიც დრონზე დაკიდებული ჰამაკი და შიგნით წამოწოლილი ადამიანი ჩანს, კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

„ხაშურის თავზე, დრონზე ჩამოკიდებულ ჰამაკში ადამიანი ისვენებს, გამვლელები კი ამხნევებენ მას“ - ახლა უკვე შესწორებული სტატიით უბრუნდება მფრინავი ჰამაკის თემას ბრიტანული მედიაგამოცემა Mirror.co.uk. „ხაშურში გამვლელებმა ჰაერში მყოფ, დრონზე დამაგრებულ ჰამაკზე, ადამიანი შეამჩნიეს.
გავრცელებულ კადრებში ადამიანების ხმა და სიცილი ისმის. მიუხედავად იმისა, რომ დრონს ჰამაკი უფრო და უფრო მაღლა აჰყავს, მამაკაცი სიმშვიდეს ინარჩუნებს და თავს ძალიან კარგად გრძნობს“.

http://www.mirror.co.uk/news/weird-news/man-casually-relaxes-drone-suspended-10265076 შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, ხაშურის თავზე მფრინავ ჰამაკზე ბრიტანული გამოცემა აქტიურად წერდა და აღნიშნავდა, რომ "ჰამაკი ამერიკაში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ხაშურის თავზე მიფრინავდა".
როგორც ჩანს, როგორც ხდება ხოლმე, ჟურნალისტს საქართველოს ინგლისური სახელწოდება ჯორჯია ამერიკის შტატ ჯორჯიაში აერია.დღეს კი ეს შეცდომა გამოცემამ გამოასწორა და მხოლოდ ხაშურს გაუსვა ხაზი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100