სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გრძნობენ ბავშვები, რომლებიც დედამ მიატოვა? ის წავიდა, გაუფრთხილებლად და 5 პატარა გოგონა დატოვა"

"შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გრძნობენ ბავშვები, რომლებიც დედამ მიატოვა? ქალმა, რომელმაც მათ სიცოცხლე აჩუქა... ის წავიდა, გაუფრთხილებლად და 5 პატარა გოგონა დატოვა. პატარა ნინო მხოლოდ 3 თვისა იყო, უფროსი მონიკა კი რვა წლის!

ბავშვები ამ დღის დავიწყებას ცდილობენ, ისინი საერთოდ არ საუბრობენ დედაზე, პატარა ნინომ კი საერთოდ არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა.

მას შემდეგ, რაც დედა სახლიდან წავიდა, მამლუქმა სამსახურს თავი დაანება და შვილებზე ზრუნვა დაიწყო. ის ალაგებს სახლს, რეცხავს, ამზადებს საჭმელს... მან ნაწნავების დაწნაც კი ისწავლა. ის ცდილობს ორმაგი სითბო და სიყვარული აჩუქოს ბავშვებს, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლებად იფიქრონ დედაზე. მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, გოგონები სულ მოწყენილები არიან, თანატოლებთანაც კი უჭირთ კონტაქტი.

უფროსი გოგონები 11 წლის მონიკა, 9 წლის მარიამი და 7 წლის თამარი სკოლაში დადიან და კარგად სწავლობენ. პატარა თეკლა და ნინო კი ფეხსაცმლის არქონის გამო საბავშვო ბაღს ხშირად აცდენენ.

მამა ვერ მუშაობს, ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა დაახლოებით 2 ლარი დღეში ადამიანზე, პურის საყიდლადაც კი არაა საკმარისი.

„მეზობლები რომ არ ყოფილიყვნენ, ბავშვები შიმშილით დამეხოცებოდნენ“ – ამბობს მამლუქი.

კორპუსში პირველ სართულზე ცხოვრობენ სადაც ნესტისაგან კედლებზე შავი ობია მოდებული. მაგრამ მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, მამა ცდილობს სახლში სისუფთავე და სიმყუდროვე შეინარჩუნოს, ბავშვებს სუფთად და ლამაზად ჩააცვას...

შეხედეთ ფოტოებს! ჩახედეთ ამ პატარებს თვალებში და თქვენს გულს დაუგდეთ ყური...

ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ მათ მხარში დავუდგეთ და დავეხმაროთ დედის გარეშე დარჩენილ პატარებს, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილ ოჯახს და თავგანწირულ მამას.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას მახარობლიძეების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. ბავშვებს საკვები, ჰიგიენური საშუალებები, სასკოლო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სჭირდებათ.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მახარობლიძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ru/donate/188

მართალია ამ პატარებს დედას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ იმაში მაინც დავარწმუნებთ, რომ მარტოები არ არიან!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100