სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეუღლის საფლავზე იმყოფებოდა, დაბრუნებულმა კი თქვა, რომ "მეუღლე მოენატრა" - 82 წლის კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, დღეს დილით, 82 წლის კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გამოცემა სოფლის მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილი გუშინ, 17 აპრილს, მიცვალებულების მოხსენიების დღეს, მეუღლის საფლავზე იმყოფებოდა, დაბრუნებულმა კი თქვა, რომ "მეუღლე მოენატრა".

შშს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100