სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია ქედაში - გარდაცვლილია ერთი მცირეწლოვანი და დაშავებულია 8 ადამიანი


მსხვერპლით დასრულდა ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია ერთი მცირეწლოვანი, დაშავებული კი 8 ადამიანია. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი ამბულატორიული შემოწმების შემდეგ, 4 მგზავრი გაწერეს. 4 დაშავებული კი მკურნალობის კურსს რეფერალურ ჰოსპიტალსა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100