ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში პირველად გაიმართება „საქართველოს ჰიმნი“ პრეზენტაცია

2017 წლის 13 აპრილს, 16:00 სთ.-ზე თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში პირველად გაიმართება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამის „საქართველოს ჰიმნი“ პრეზენტაცია.

პროგრამის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს „ჰიმნი“, როგორც მუსიკალური ჟანრი და როგორც სახელმწიფოებრივი ჰერალდიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

კომენტარი