სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის თიბისი გალერეა ოტია იოსელიანის წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლებს

8 აპრილს, 14:00 საათზე, ქუთაისის თიბისი გალერეაში ოტია იოსელიანის წიგნის – „წერილები დაჩის“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2017 წელს, დეა სოსელიას ილუსტრაციებით გამოსცა.
წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, თიბისი გალერეაში დეა სოსელიას ნამუშევრებიც გამოიფინება. ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის“ თაობებს შორის დიალოგის ანაბეჭდია. დაჩი მწერლის ვაჟია.
იმის მიუხედავად, რომ კრებულს კონკრეტული ადრესატიჰყავს, ბარათების ფორმით დაწერილი ეს ნოველები, ჩანაწერები თუ მინიატიურები, მაინც სცილდება კონკრეტულ საზღვრებს და ადრესატში არამხოლოდზოგადად ახალგაზრდა თაობას მოიაზრებს, არამედ ყველა სავარაუდო მსმენელსა თუ მკითხველს.
მეგობრობა, მარტოობა, შემოქმედება, პატივმოყვარეობა, სამშობლო, რწმენა... კრებულში უამრავი თემა იყრის თავს. თითოეულზე დაფიქრება, განსჯა და გადაწყვეტილების მიღება ცხოვრების გზას განსაზღვრავს. პრეზენტაციაზე მკითხველს შესაძლებლობა ექნება ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის“, ასევე, „ინტელექტის“ სხვა ახალი გამოცემები სპეციალურ ფასად შეიძინოს.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის მოედანი #2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100