სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მაიქროსოფთი“ ახალ სტრატეგიას წარადგენს

დისკუსია მედიასთან მეოთხე ტექნოლოგიურ რევოლუციაზე

23 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსი თბილისში“ (მის: მ.კოსტავას 14) კომპანია „მაიქროსოფთი“ ახალ სტრატეგიას „ქლაუდს“ წარადგენს.

„ქლაუდის“ უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმირებასა და მის ღირებულებებზე, ციფრული პლატფორმის გამოყენების აუცილებლობაზე, თუ როგორ დაეხმარება „მაიქროსოფთი“ ბიზნესის სფეროებსა და ბიზნეს ორგანიზაციებს, რომლებიც მიიღებენ ოპერაციების გაციფრულების გადაწყვეტლებას, რა სარგებელს მიიღებენ საბოლოდ მომხმარებელები ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძე და მოწვეულ მედიის წარმომადგენლებთან მეოთხე ტექნოლოგიურ რევოლუციაზე გამართავს დისკუსიას.

„ქლაუდი“, ეს არის ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის და „მაიქროსოფთის“ სტრატეგიისა და ზრდის „გული“. ციფრული ტრანსფორმაცია სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციებს აძლევს ღირებულებების შექმნის საშუალებას. „Fortune 500“-ში შემავალ კომპანიებს 20 წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ შეექმნათ მილიონობით დოლარის ღირებულება, დღეს კი, ციფრულ “სტარტაპებს“ ამისათვის 3-4, ხანდახან კი მხოლოდ 2 წელი სჭირდებათ. ამავდროულად, „გაციფრულება“-მ შესაძლოა, დიდი სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას და ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ცხოვრების უსაფრთხოების დონის ამაღლებას.

„ქლაუდი“-ს ტექნოლოგიამ გააჩინა ისეთი შესაძლებლობა, რომელიც შესაძლოა ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდეს ბიზნესისათვის. „ქლაუდ“ მომსახურების დანერგვა მთელს მსოფლიოში წარმოუდგენლად დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. თითქმის ყველა ბიზნეს ორგანიზაციაში „ქლაუდი“ ცვლის ადამიანების მუშაობის სტილს, ადგილს და ადამიანების მიერ ბიზნესის წარმოების წესს. „ქლაუდი“-ს წარმოქმნით, თანამედროვე IT კომპანიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბიზნესის სტრატეგიის დასახვაში. „ქლაუდი“ არ არის არც „ერთი ზომა ერგება ყველას“ და არც „ყველაფერი ან არაფერი“ შეთავაზება. „Azure“ გთავაზობთ ადვილად მორგებად „ქლაუდ“-ს, რომელიც არაჩვეულებრივია, როგორც GE Healthcare and NBC News მსგავსი, დიდი ზომის კომპანიებისთვის, ასევე „სტარტაპები“-სთვის.

„ჩვენ, კომპანიას, გვჯერა, რომ ტექნოლოგიებს შეუძლია დაგვეხმაროს მრავალი პრობლემის მოგვარებაში. „მაიქროსოფთის“ მისიაა გააძლიეროს თითოეული ადამიანი და ორგანიზაცია სამყაროში, იმისათვის რომ მათ შესძლონ მიაღწიონ მეტს. „მაიქროსოფთ ქლაუდი“ არის „Azure“ – ეს არის ჩვენი გლობალური, სანდო, ჰიბრიდული „ქლაუდი“ დღეის და მომავლის ბიზნესისათვის. „Fortune 500“-ის 80% განთავსებულია „მაიქროსოფთი“-ს „ქლაუდზე“. ჩვენ გვაქვს საწარმოო გამოცდილება, დავეხმაროთ კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით „ქლაუდ“-თან ერთად მოახდინონ ციფრული ტრანსფორმაცია,“ - განმარტავენ „მაიქროსოფთში“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100