სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„კომპიუტერული თამაშები ადამიანის ფსიქიკას ცვლის“

ნორვეგიაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, ქვეყანაში მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა იწყება. ბრძოლის ერთ–ერთი ფორმა კი, ძალადობის ამსახველი კომპიუტერული თამაშებისა და მულტფილმების გაყიდვიდან ამოღებაა. ნორვეგიული მაღაზიებიდან, ძალადობის ამსახველი კომპიუტერულ თამაშები უკვე გაიწვიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება, ორმაგი ტერაქტის შემდეგ, რამდენიმე მსხვილი მაღაზიის ადმინისტრაციამ მიიღო. ეს კი იმით აიხსნება, რომ ტერაქტამდე ერთი წლით ადრე, ანდერს ბრეივიკი გარკვეულ „მასტერკლასს“ სწორედ კომპიუტერული თამაშების საშუალებით გადიოდა. ტერაქტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გეიმერი განსაკუთრებით იყო გატაცებული World of Warcraft–თა და Call of Duty 4: Modern Warfare-ით. ამ ეტაპზე, ნორვეგიის მაღაზიების თაროებიდან 51 თამაში გაქრება. ექსპერტების თქმით, აღნიშნული თამაშები ძალადობას ასახავს, სიუჟეტი საკმაოდ „სამაგალითო“ შეიძლება აღმოჩნდეს გაუწონასწორებელი ფსიქიკის მქონე ადამიანებისთვის.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მოზარდის ფსიქიკაზე განსაკუთრებულად უარყოფით გავლენას ახდენს ძალადობის შემცველი კომპიუტერული თამაშები, ბავშვებისთვის კი, დაუშვებელია იმ მულტფილმების ნახვა, სადაც მულტფილმის ფაბულა ძალადობას, სისხლისღვრასა და იარაღის გამოყენებას ეხება. ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ძალადობის შემცველი ფილმების, თამაშებისა და მულტფილმების ნახვა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკასაც კი ცვლის.

„ნებისმიერი ძალადობის შემცველი პროდუქტის, ვიდეორგოლი იქნება, ფილმი თუ მულტიპლიკაციური ფილმი, ნახვის ინტენსივობას აქვს მნიშვნელობა. რამდენად ხშირად და რა დროის ხანგრძლივობით უყურებს ადამიანი. ამგვარი ფილმის მცირე დოზით ყურება, ადამიანისთვის გავლენას ნაკლებად ახდენს, თუ მას პიროვნული პრობლემები ან აგრესიული ფონი არ აქვს. ზოგადად, შეიძლება ითქვას რომ ასეთი ადამიანი ნაკლები რისკის მქონეა. სისტემატურად ამგვარი ფილმებისა და მულტფილების ნახვა, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს.

– რა ასაკამდე შეიძლება შეუცვალოს ფსიქიკა ადამიანს ამგვარი ვიდეორგოლებისა და მულტფილმების სისტემატურმა ნახვამ?

– კონკრეტულ შემთხვევებზე და ინდივიდებზე თუ ვისაუბრებთ, სხვა საკითხია, მაგრამ, ზოგადად, პრინციპულად ასაკობრივი საზღვრები კვლევებში არ არის განსაზღვრული.

– ადამიანი, რომელიც ხშირად უყურებს ძალადობაზე, ან ტერორისტულ აქტებზე ფილმებს, ან თამაშობს ამგვარ კომპიუტერულ თამაშებს, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ტერორისტად?

– ასეთი ფილმები, ხელს უწყობს ადამიანს, ფილმში ასახული ფაქტების რეალობაში განსახორციელებლად, მაგრამ ის რომ, თვითონ ფილმებმა აქციოს ადამიანი ტერორისტად, ეს ძალიან ინდივიდუალურია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100