სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკავებული დეკანოზის ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი მამალაძის მეორე ჩვენებით ე.წ. ციანიდის საქმეში სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი ჩნდებიან

სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი არსად ფიგურირებდა და ახლა გამოჩნდა ირაკლი მამალაძის ჩვენებაში, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი აქამდე საქმეში არსად არ იყო ნახსენები, თუმცა პროკურატურამ, მთავარი მოწმე მეორედ დაკითხა და მის მეორე ჩვენებაში უკვე გამოჩნდა როგორც ოხანაშვილი, ასევე მეუფე დიმიტრი.

”მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ხელმეორედ დაკითხეს და მეორე ჩვენებაში ამბობს, ვფიქრობ, მამა გიორგი მრავლობითში იმიტომ ლაპარაკობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა, ის კონკრეტულ პირებს გულისხმობსო. რადგან მასთან დაახლოებული პირები არიან სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი, შეიძლება მამა გიორგი მამალაძესთან ერთად მოქმედებდნენო. ვარაუდობს, რომ ამის უკან მეუფე დიმიტრი დგას. ეს ორი ადამიანი არსად ფიგურირებდა და ახლა გამოჩნდა ირაკლი მამალაძის ჩვენებაში. პროკურატურას ახალი ვერსიის შექმნა უნდა, რადგან ძველმა არ გაამართლა. ძველი ვერსიით, მამა გიორგი შორენას მოსაწამლად მიდიოდა, ახლა უნდათ ააგორონ, თითქოს ოხანაშვილთან ერთად მოქმედებდა და ამ ამბის უკან მეუფე დიმიტრი იდგა. ირაკლი მამალაძის გარდა, არავინ ასახელებს ოხანაშვილს”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100