სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მუზეუმების გაერთიანება - გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმში გაიმართება გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი საღამო

გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმში ტრადიციულად, ყოველი წლის 17 მარტს იმართება.

წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში, გალაკტიონსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ ვახტანგ ჯავახაძე, ლევან ბრეგაძე და ზაზა შათირიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები წარმოადგენენ მის ლექსებზე შექმნილ ლიტერატურულ კომპოზიციას, მუზეუმში ჩართული იქნება გალაკტიონ ტაბიძის მიერ საკუთარი ლექსების კითხვის ხმის ორიგინალური ჩანაწერი, ასევე, ნაჩვენები იქნება გალაკტიონ ტაბიძეზე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ გადაღებული ფილმი.
2017 წლის 17 მარტს, 17:00 სთ.-ზე
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის 4

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100