"დაურეკა ქუთაისელმა ნაცნობმა, რომელიც პოლიციის ნასედკაა" - ელისო კილაძე შვილის დაკავების დეტალებზე

გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, შვილის, დავით ხარშილაძის დაკავების ახალ დეტალებზე პოსტს აქვეყნებს:

"გამოძიებას არ უკითხავს, მაგრამ ჟურნალისტებმა მკითხეს, როგორ აღმოჩნდა ჩემი შვილი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე-ის წავიდა ლომბარდში,ამ დროს დაურეკა ქუთაისელმა ნაცნობმა,რომელიც პოლიციის ნასედკაა.დაკავებული ყავდათ მძიმე დანაშაულზე და ორი კვირის წინ გაუშვეს.მეორე ინფორმატორის ვინაობაც ვიცი .

ამიტომ არ დაასწრეს ჩადებული ფხვნილის და აბების ჩხრეკას თვითმხილველები,მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები.
ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს !

ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ,პროცესი როდის დაინიშნება არ ვიცი", - წერს კილაძე.


შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძის ვაჟი გუშინ დააკავეს. დავით ხარშილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ედება, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს.

ელისო კილაძე საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ მისი შვილი იმის გამო დააკავეს, რაც მან გაზეთ ქრონიკა პლიუსში 2 კვირის წინ პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაწერა.

კომენტარი