შორენა თეთრუაშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

როგორც ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თეთრუაშვილი პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დაკითხა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, სასამართლო განჩინებით დღეს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები საპატრიარქოში იყვნენ მოსული და დეკანოზ მამალაძის პირად ინფორმაციაზე დოკუმენტაცია გამოითხოვეს.

ქარჩავას განცხადებით, დაიკითხნენ საპატრიარქოს სხვა თანამშრომლებიც, რომელთაც დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან უშუალო შემხებლობა ჰქონდათ.

იურისტის ცნობით, დაკითხულთა შორის სასულიერო პირები არ ყოფილან.

პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა სასულიერო პირი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

კომენტარი