სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა და შეხვედრიდან გამოსულმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, ეს კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პატრიარქს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არაჯანსაღი სიტუაცია იქმნება, ვინაიდან პოლიტიკოსები და სამართალდამცავები მხოლოდ ერთი მხარის მიმართულებით აკეთებენ კომენტარს, ეს კი არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

"მე პატრიარქთან ერთად დავესწარი ღია და საინტერესო დისკუსიას, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში ეკლესიის გარშემო ტრიალებს. მინდა გითხრათ, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის გამოთქმის და დისკუსიების შესაძლებლობა. ასეთი ღიაობა თავისთავად ძალიან კარგი დასანახია. კარგი იქნება პოლიტიკოსებიც რომ საუბრობდნენ. მე ვფიქრობ რომ მამა გიორგის ადვოკატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა საზოგადოებას არგუმენტები წარუდგინოს. მეორე მხარეს არა აქვს შესაძლებლობა საკუთარი არგუმენტები წარადგინოს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, შედგა ძალიან ღია დისკუსია და პატრიარქი აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში. მარგველაშვილის თქმით, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას საკუთარი არგუმენტები გააცნოს.

​თუმცა პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ასეთი ღია დისკუსიების ფონზე ისინი გადალახავენ სიტუაციას და მივლენ ჭეშმარიტებამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100