უმძიმესი ვიდეო-კადრები - ნაგავსაყრელზე პარკში გახვეული ახალშობილი მძიმე მდგომარეობაში იპოვნეს

ბაქოში პოლიეთილენის პარკში გახვეული 3-4 საათის გაჩენილი გოგონა ნაგავსაყრელზე გამვლელმა იპოვნა. 5-6 გრადუსის ჰაერის ტემპერატურამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა. საავადმყოფოში მიყვანისას მისი სხეულის სითბო 32 გრადუსზე ნაკლები იყო. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


კომენტარი