ხმაური და დაპირისპირება "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე

რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერ მორიგ აქციას საკოორდინაციო საბჭო ამ წუთებში თბილისის მერიასთან მართავს, სადაც დაპირისპირება მოხდა.

აქციაზე შეკრებილები მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა უსაფრთხოების სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. დაპირისპირებაში საპატრულო პოლიცია ჩაერთო, მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.

პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და თბილისისთვის იმ მრავალმილიონიანი ქონების დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც 24 დეკემბერს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა.


ვიდეო http://rustavi2.com/ka/news/67985

კომენტარი