სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ის, რაც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ფასობს

ჩვენთვის ხშირად უცნაურია ის მოვლენა, რომ კოლექციონერები ხშირად ძალიან ბევრს იხდიან იმაში, რაც გამოუყენებელი და უსარგებლოა, თუმცა, თუ ფინანსები იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეული "ახირებები" დაიკმაყოფილოს ადამიანმა, რატომაც არა... წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ნივთებს, საჭმელებს, სასმელებსა თუ ტრანსპორტს, რომლის ფასის მეათედიც უამრავ ადამიანურ სურვილებს მაინც დაგვიკმაყოფილებდა.


1. ძაღლის ყველაზე ძვირადღირებული სახლი, რომელიც 7 000 სვაროვსკის თვლებით არის მორთული, ტოკიოში შეიქმნა და მისი ფასი 32 ათასი დოლარია (იხ.ფოტო 1).

2. “MOUAWAD”-მა ახალი დიზაინის ჯიბის საათი 2011 წელს გამოიტანა ბაზარზე. მან გინესის რეკორდების წიგნში თავისი ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე ძვირადღირებულიმა საათმა. ამ გამორჩეული ნივთის ფასი 3 800 000 დოლარია (იხ. ფოტო 2).

3. ძნელი დასაჯერებელია, რომ კარტოფილი შეიძლება ძალიან ძვირადღირებული იყოს, თუმცა ეს უკანასკნელი ექსკლუზიური ჯიშისაა, ეკუთვნის ფრანგულ ბრენდს La Bonnotte-ს და ერთი კილო გრამი 500 ევრო ღირს (იხ. ფოტო 3).

4. ნაყინი, რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთ რესტორანში იყიდება, 25 000 დოლარი ღირს. ამ ძვირადღირებულ დესერტს თუ შეუკვეთავთ, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ოქროს სანაყინეთი მოგართმევენ სუფრაზე (იხ. ფოტო 4).

5. ყველაზე ძვირადღირებული ბავშვის საწოვარა მსოფლიოში – თეთრი ოქროს ნაკეთობა, რომელსაც ბრილიანტის თვლები აქვს ჩასმული. მისი ფასი 24.000.00. დოლარს აღწევს (იხ. ფოტო 5).

6. ყველაზე ძვირადღირებული კონიაკი “ჰენრი IV” არა მარტო გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ძვირიანი სასმელი, არამედ მისი დაძველების ასაკი 100 წელზე მეტს აღწევს, აქვს 41 გრადუსი და ჩამოსხმულია ოქროს ბოთლში, რომელიც გაფორმებულია ბრილიანტის თვლებით. სასმელი აუქციონზე 2 მილიონ დოლარად გაიყიდა (იხ. ფოტო 6).

7. მეოცე საუკუნის 90-ანი წლების ბოლოს წყალქვეშა ნავი გადააწყდა ჩაძირულ გემს, მასში კი 200 ბოთლი ფრანგული ღვინო იყო შემონახული. როგორც აღმოჩნდა, გემი 1907 წელს დაიკარგა, ზემოთ აღნიშნული სასმელი მგზავრებისთვის იყო განკუთვნილი და ამ უბედური შემთხვევის წყალობით ახლა ერთი ბოთლის ფასი 25 000 დოლარს აღწევს (იხ. ფოტო 7).

8. სიგარები, რომლებიც ექსპედიციის შედეგად შემთხვევით გუატამალაში 2012 წელს აღმოაჩინეს, 600 წელს ითვლის. როგორც ირკვევა, 6 საუკუნის წინ ადამიანები თამბაქოს მომხმარებლები იყვნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამდენი წლის მიუხედავად, სიგარა იმდენად კარგად არის შემონახული, მისი მოწევა ჩვეულებრივ შესაძლებელია დღესაც. კოლექციონერმა გარი ლიოტამ აუქციონზე უძველესი თამბაქო 507 000 დოლარად შეიძინა (იხ. ფოტო 8).

9. მუმბაის ცენტრში მდებარე ცათამბჯენი სახელწოდებით “ანტილია” ყველაზე ძვირადღირებულ შენობად ითვლება. იგი 27 სართულიანია, მასში 6 ავტოსადგომი, კერძო თეატრი, ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დარბაზი და დაკიდული ბაღებია გაშენებული. შენობის მესაკუთრე მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი მუხეშ ამბანია. ცათამბჯენის დიზაინში გამოყენებულია უძველესი ინდური არქიტექტურული დეტალები. მისი მშენებლობა 27 მილიარდი დოლარი დაჯდა (იხ. ფოტო 9).

10. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული იახტია 100 000 კილოგრამი ოქროსგანაა დამზადებული, ინტერიერის დიზაინში კი დინოზავრის ძვლები და მეტეორიტის ფრაგმენტებია გამოყენებული. ეს სიამოვნება 4 მილიარდ 800 000 დოლარი დაჯდა (იხ. ფოტო 10).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100