სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკი: „ბევრი დიდი და წარმატებული ადამიანი მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახში გაიზარდა - მათ შორის, საქართველოს დღევანდელი ლიდერი ივანიშვილი“

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი შეჭირვებული ოჯახების პრობლემებზე ისაუბრა:“ჩემი საქველმოქმედო ფონდი თითქმის 5 წელია სამი ბავშვთა სახლის ბენეფიციარების გარდა, კიდევ ასზე მეტ ბავშვზე ზრუნავს, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებიდან არიან! ასე რომ, საქართველოში არსებული შემაძრწუნებელი სიღარიბის შესახებ ყველაფერი ვიცი! ხშირად, ამ ბავშვების მშობლები, ოჯახები საშინელ პირობებში ცხოვრობენ, შიმშილობენ, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სასკოლო ნივთების არქონის გამო კი, პატარებს სწავლის გაცდენა უწევთ!

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ ამ ბავშვებს და მივცეთ მათ განვითარების შესაძლებლობა, უზრუნველვყოფთ მათ საკვები პროდუქტებითა და აუცილებელი მედიკამენტებით, ტანსაცმლითა და სასკოლო ნივთებით, ასევე, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით! მაგრამ სახელმწიფოს ჩართვის გარეშე, ერთდროულად ყველა მათი პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია!

მიმაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საჭიროა სამედიცინო და კომუნალური მომსახურების შეღავათების გაზრდა, მათი უზრუნველყოფა საკვები პროდუქტებით შეშითა და სასკოლო ინვეტარით, ასევე, საჭიროა დაფინანსდეს სწავლება საგანმანათლებლო და სპორტულ სექციებში. და ეს დახმარება არა ერთჯერადი, არამედ მუდმივი უნდა იყოს!

ბევრი დიდი და წარმატებული ადამიანი მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახში გაიზარდა - მათ შორის, საქართველოს დღევანდელი ლიდერი ივანიშვილი, მაგრამ მათ დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ მათი დაბადება ღვთის ნება იყო და ისინი ტყუილად არ მოსულან ამ ქვეყანაზე! ამიტომ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ქვეყნისთვის საამაყო ადამიანის განვითარებას, რომელიც საქართველოს მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის!” - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100