სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლინიკა „ჰელსიკორი“ – 4000 გადარჩენილი სიცოცხლე 18 თვეში

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრი „ჰელსიკორი - 2014 წელს გაიხსნა და მისმა ქართველმა და უცხოელმა დამფუძნებლებმა (თამარ და ნოდარ ემუხვარები და რონი კარნელი) მაქსიმუმი გააკეთეს იმისთვის, რომ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან დაებრუნებინათ უმაღლესი დონის ქართველი სამედიცინო პერსონალი და ევროპული დონის კლინიკა ჩამოეყალიბებინა. შედეგიც სახეზეა - 4000 გადარჩენილი სიცოცხლე 18 თვეში. კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა. კლინიკის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქის გვრდზე: https://www.facebook.com/Helsicore/

Ambebi.ge ესაუბრა კლინიკის წამყვან სპეციალისტებს:

სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორი, ბ-ნ ჯუბა ფარცახაშვილი:

- 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გერმანიაში, კერძოდ მარტინ ლუთერის საუნივერსიტეტო კლინიკაში. შემდეგ დავბრუნდი საქართველოში „ჰელსიკორის“ მოწვევით, სადაც ჩამოვაყალიბე სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტი, რომელიც მჭიდრო კავშირშია კარდიოლოგიასა და კარდიოქირურგიასთან. ასეთი მიდგომა ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ცენტრებში, სწორედ ეს გახლდა ჩვენი კლინიკის ინოვაცია ქართულ სამედიცინო სივრცეში. ჩვენთან ტარდება, როგორც დახურული (უსისხლო) ასევე ღია ტიპის ურთულესი ოპერაციები, ჩვენი ძირითადი მიმართულებაა: საძილე არტერიების ქირურგია ინსულტის პრევენციის მიზნით, სტენტგრაფტების იმპლანტაცია კანქვეშა მიდგომით, დეპარტამენტში პირველად საქართველოში ჩატარდა და დაინერგა გამსკდარი ანევრიზმის დახურული მეთოდით მკურნალობა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პოსტოპერაციული გართულებები და სიკვდილიანობა, ასევე პერიფერიული სისხლძარღვების სტენტირება (გაჭრის გარეშე), ჩვენს მიერ საქართველოში პირველად დაინერგა ქრონიკული ჭრილობების მკურნალობა ვაკუუმ თერაპიით.
კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბ-ნი ლევან ქარაზანიშვილი:

- 2 წლის წინ დავბრუნდი იტალიიდან და მაქსიმალურად ვცდილობ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სახელგანთქმულ კლინიკებში მიღებული მრავალწლოვანი გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარებას და ვამაყობ იმ შედეგით, რაც სახეზე გვაქვს. ძალიან დიდ მიღწევად მივიჩნევ იმას, რომ დავნერგეთ კარდიოქირურგიული ოპერაციები მინიინვაზიური მეთოდით, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ნოუ-ჰაუს თანამედროვე კარდიოქირურგიაში არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ეს უნიკალური მეთოდი აბსოლუტურად ორიენტირებულია პაციენტის საჭიროებებზე და მინიმუმადე დაჰყავს პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი. კლინიკა „ჰელსიკორში“ მინი ინვაზიური მეთოდით ვატარებ აორტო-კორონარული შუნტირებისა და სარქვლოვანი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობას. ამ მეთოდის მთავარი პრიორიტეტი იმაში მდგომარეობს, რომ ჭრილობა კეთდება არა სრულ განაკვეთზე, არამედ 5-7 სმ-ზე. თავის მხრივ, მინი ინვაზიური მეთოდი მკვეთრად ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების რისკებს.

კარდიოინტერვენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბ-ნი ირაკლი გოგორიშვილი:

„ჰელსიკორის“ კათეტერიზაციის ლაბორატორია ფუნქციონირებს კლინიკის გახსნის დღიდან. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით: Toshibaს ფირმის სტაციონარული ანგიოგრაფი და Philips-ის მობილური დანადგარი. დამატებითი აღჭურვილობა იძლევა საშუალებას ჩატარდეს არამარტო რუტინული კარდიოვასკულარული პროცედურები, არამედ ჰიბრიდული (ქირურგიულ-ინტერვენციული) ოპერაციები. წელიწადში ტარდება 1500 ზე მეტი პროცედურა. უმეტესად კორონარული ინტერვენციები. თუმცა მრავლადაა ელექტროფიზიოლოგიური პროცედურები და ვასკულარული კვლევები, თუ ჩარევები. დღესდღეობით ჩვენი სტატისტიკა არაფრით ჩამოუვარდება მოწინავე დასავლურ ცენტრებს, რადგან ვმუშაობთ მუშაოთ მსოფლიოს უახლესი მიღწევების შესაბამისად: კორონარულ ინტერვენციებში გამოიყენება მხოლოდ მოწინავე კომპანიების უახლესი თაობის სტენტები, ძირითადად წამლიანი, აგრეთვე გაწოვადი პოლიმერული მოწინავე ფირმების ყველაზე რთული ელექტროფიზიოლოგიური იმპლანტირებადი მოწყობილობები ჩვენს კლინიკაში რუტინულად ყენდება. ამჟამად მიდის მოლაპარაკებები ამიერკავკასიაში პირველად თრანსაკათეტერული ხელოვნური სარქვლის ჩასაყენებლად.

ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ირაკლი გოგოხია

- 7 წელი ვმუშაობდი ისრაელის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში („შება მედიქალ სენთერ“), რომელიც მოიაზრება თელ-ავივის უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრად. მასში განთავსებულია თითქმის ყველა ქირურგიული მოდელი, ტარდება ინოვაციური პროცედურები და შეიძლება ითქვას, რომ არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან არცერთ ცენტრს. 2014 წლიდან დავბრუნდი საქართველოში და მუშაობა დავიწყე კლინიკა „ჰელსიკორში“, სადაც გამიმართლა და შეიკრიბა ევროპული გუნდი, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის უმაღლეს ხარისხით მკურნალობაზე. რაც შეეხება ანესთეზიას, მინდა ავღნიშნო, ჩვენ ვსარგებლობთ თანამდეროვე მიდგომებითა და სტანდარტებით, ვიყენებთ მხოლოდ იმ საანესთეზიო მედიკამენტებს, რომლის მეშვეობითაც კეთდება ანესთეზია მსოფლიოს ყველა წამყვან კლინიკაში, რაც გვეხმარება პაციენტის სწრაფ აქტივაციაში და მინიმუმამდე დაჰყავს გართულებათა რისკი.
(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100