ჩერნოვეცკი: „სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა ფულის გამოიმუშავება უნდა მოახერხონ“

ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ახალგაზრდების 62% მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობს - ამ თემაზე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ კომენტარი გააკეთა: „ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია - „სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა ფულის გამოიმუშავება უნდა მოახერხონ. მშობლებმა კი არ უნდა იზრუნონ მოზრდილ შვილებზე, პირიქით უნდა ხდებოდეს! ყოველ შემთხვევაში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა.

რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ ადამიანს სამსახურის შოვნა მთელი გულით სურს, ის მას აუცილებლად იშოვის, მაგრამ მთავარი ეს არაა, არამედ ის, საკმარისია კი ის მიზერული ხელფასი , რომელსაც მას უმძიმესი შრომის სანაცვლოდ გადაუხდიან!

ეს საკითხი დაუყოვნებლივ განხილვას მოითხოვს! ჩვენი მოვალეობაა ახალგაზრდებზე ვიზრუნოთ, მივცეთ მათ რეალური საშუალება საკუთარი ცხოვრება ვინმეს დახმარების გარეშე აიწყონ!

ამ სიტუაციიდან გამოსავალი სასწრაფოდ უნდა მოინახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ მალე ქვეყანაში მხოლოდ ასაკოვანი ხალხი დარჩება! ისედაც უკვე ახალგაზრდების უმრავლესობა საქართველოს დატოვებაზე და სხვა ქვეყნებში გამგზავრებაზე ფიქრობს.“ - განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

კომენტარი