სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოფილ მანდატურს, რომელიც 16 წლის მოსწავლესთან სქესობრივ კავშირშია ბრალდებული 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თერჯოლის #1 სკოლის მანდატურს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, სასამართლომ 10 000 ლარის ოდენობით აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

პროკურატურამ მანდატურს 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ. ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინა.

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ. ფ.-ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-მუხლით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.
სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან - ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.”- ნათქვამია პროკუტრატურის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100