სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანიკო თარხნიშვილმა ჩერნოვეცკის ფონდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულა

ცოტა ხნის წინ ჩვენი ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის თბილისში მდებარე ბავშვთა სახლის აღსაზრდელები თავისი ვიზიტით მსახიობმა, ტელეწამყვანმა მომღერალმა და უბრალოდ შესანიშნავმა ადამიანმა - ვანიკო თარხნიშვილმა გაახარა!

ვანიკომ პატარებს თავისი სატელევიზიო და სამსახიობო საქმიანობის შესახებ უამბო. გაიხსენა სახალისო ამბები, რომლებიც მეგაპროექტ „ნიჭიერისა“ და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებების პროცესში შეემთხვა. ბავშვებივანიკოს სუნთქვაშეკრულები უსმენდნენ - ისინი ხომ ასეთი დონის ვარსკვლავსპირადად ძალიან იშვიათად ხვდებიან!საუბრის შემდეგ ვანიკომ ბავშვებთან ითამაშა, იცეკვა, მოისმინა მათგან ლექსები და სიმღერები. გამომშვიდობების წინ პატარებმა ვანიკოს იმ ცნობილი ადამიანების ფოტოები დაათვალიერებინეს, რომლებიც მათ სტუმრობენ ხოლმე და შეპირდნენ, რომ მის სურათსაც ამ სამახსოვრო სტენდზე განათავსებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100