სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკი ხელისუფლებისგან ადაპტირებული ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის არარსებობის პრობლემაზე:

„ტრანსპორტი, რომელიც ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ცდილობენ შშმ პირებს ცხოვრება შეუმსუბუქონ, ამ ადამიანებს ხომ ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ!


ჩვენთან კი, საქართველოში - ზოგჯერ მეჩვენება, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების გასაჭირზე საერთოდ არ ფიქრობენ, ან ისინი ახსენდებათ მაშინ, როდესაც ეს თავად აწყობთ.


რატომღაც ჩინოვნიკები იგნორირებას უკეთებენ კანონს, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანი თანასწორია და არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკური შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ თუ - არა.


ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს პანდუსებიანი მუნიციპალური ტრანსპორტი და ეტლით მოსარგებლე ადამიანს არ შეუძლია დამოუკიდებლად ისარგებლოს არც ავტობუსით, არც მეტროთი და არც სამარშრუტო ტაქსით...
მე მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ საკითხის მოგვარებით დაუყოვნებლივ დაკავდნენ! წარმოიდგინეთ, რამდენი სირთულის გადალახვა უწევთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს ყოველდღე! სახელმწიფო უბრალოდ ვალდებულია აუცილებელი პირობები შექმნას მათთვის და არ აიძულებდეს ჩვენს თანამემამულეებს თავი დამცირებულად და შეურაცხჰოფილად იგრძნონ!“ - აცხადებს ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100