სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის ორგანიზებით, ქობულეთში გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება

31 დეკემბერს, საღამოს 22 საათზე ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის ორგანიზებით გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება!

ფონდი ყველა მსურველს ეპატიჟება ქობულეთში, კულტურის სახლის წინ, სადაც თქვენ გელით გრანდიოზული შოუპროგრამა ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილოებით! ზუსტად ღამის 12 საათზე შოუ დაგვირგვინდება ათწუთიანი, ყველაზე შთამბეჭდავი ფოიერვერკით საქართველოში! კონცერტზე დასწრება უფასოა.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: გიორგი სუხიტაშვილი, ნინი ბადურაშვილი, მაკა ზამბახიძე, ანრი ჯოხაძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი და ავთო აბესლამიძე. კონცერტის წამყვანების ამპლუას თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე მოირგებენ.

„ჩემი ფონდი, ტრადიციას წელსაც არ უღალატებს და ამ ახალ, 2017 წელსაც ერთად, საახალწლო კონცერტზე შევხვდებით!“ - აცხადებს ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100