სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ აღვადგინოთ დაზიანებული თმა

როდესაც თქვენი თმა გამოუვალ მდგომარეობაშია, გამოსავალი სწრაფად უნდა იპოვოთ. შეღებვისგან დაზიანებული თმისთვის რთულია, ისეთი საშუალება იპოვოთ, რომელიც სწრაფად აღადგენს თმის სტრუქტურას. გრძელვადიანი მკურნალობით შესაძლებელია თმას ძველი იერი დაუბრუნოთ, თუმცა ამდენი ლოდინის დრო არ არის. საუკეთესო და მარტივი საშუალება თქვენი თმის სტრუქტურის ცვლილებისთვის კერატინით თმის გასწორებაა. კერატინი, არამარტო ასწორებს თმას, არამედ აღადგენს თმის სტრუქტურას და მბზინვარებას ანიჭებს მას. კერატინის ეფექტი სწრაფი და გრძელვადიანია. ერთი პროცედურის შემდეგ, რომელიც 2-3 საათის განმავლობაში გრძელდება, თმა 6 თვის განმავლობაში საწყის იერს ინარჩუნებს. თმა სწორი, დატენიანებული და ჯანსაღია.

რა არის კერატი და როგორ კეთდება უშუალოდ კერატინით თმის გასწორების პროცედურა, ამის შესახებ Jungle Fever Georgia-ს სემინარისტსა და ტექნოლოგს თამუნა ცერცვაძეს ვესაუბრეთ:

„კერატინი არის ცილა, რომელიც მონაწილეობს თმის შენებაში და შეუძლია აღადგინოს დაზიანებული თმის სტრუქტურა და ამასთან ერთად მიანიჭოს თმას იდეალური სისწორე. თმა ხდება ვარდნილი, მბზინვარე და იძენს ჯანსაღ იერს. რეზულტატის შენარჩუნება კი შესაძლებელია 6 თვემდე, მოვლის პირობებში, რომელიც მოიაზრებს უსულფატო შამპუნის გამოყენებას. მსგავსი ტიპის შამპუნი არ გამოდევნის თმის შიდა გარსში არსებულ ნივთიერებებს და თმა კერატინს ხანგრძლივად ინარჩუნებს. პროცედურა ძალზედ მარტივი და ეფექტურია, მისი ჩატარების დრო საშუალოდ 3 საათამდეა. რაც შეეხება, პროცედურის მიმდინარეობას: თმას ვასუფთავებთ ღრმა წმენდის შამპუნით, ვამშრალებთ, ვატანთ კერატინს, შემდეგ ვაშრობთ ფენის მეშვეობით 100%-ით და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ კერატინის გააქტიურების, დამუშავების პროცესს, რომელიც ჩვენს სტუდიაში ხორციელდება უმაღლესი ხარისხის ტიტანის ზედაპირის მქონე თმის უთოთი, 230 გრადუსამდე.“

გამოსავალი მარტივია, ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ თმა მუდმივად ჯანსაღად გამოიყურებოდეს, კერატინი საუკეთესო საშუალებაა. რაც მთავარია, უსაფრთხოა და თმას სულ სხვა იერს ჰმატებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100