სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერმოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარებს სასტუმრო „მერკურიმ“ დაუვიწყარი წვეულება მოუწყო.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი – საქართველოში ერთერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა. პარტნიორ სასტუმრო „მერკურისთან“ ერთად ფონდმა ხანდაზმული ადამიანებისთვის სადღესასწაულო წვეულება გამართა.

ფონდის ბენეფიციარებს სადღესასწაულო სადილი ელოდათ რესტორანში ვიოლინოს ჰანგების თანხლებით.

«მოხუცები საუბრობდნენ ერთმანეთთან, იხსენებდნენ ძველ დროს. სპეციალურად მათთვის ვიოლინო უკრავდა, რომლის არაჩვეულებრივი მელოდია ჩვენს საყვარელ ბებიებს და ბაბუებს მათ ახალგაზრდობას ახსენებდა.

რესტორანში შეკრებილმა სტუმრებმა თავისი ლექსები წაიკითხეს, ეს მათთვის დაუვიწყარი დღე იყო. მათ აღნიშნეს, რომ თავიანთი ასაკი და სნეულებებიც კი დაავიწყდათ.

წვეულების დასასრულს, ჩვენი ფონდის ბენეფიციარებმა საჩუქრები მიიღეს სასტუმროსგან „მერკური“ – ტკბილეული და სამახსოვრო სუვენირები. ასევე მათ გადაეცათ „ფილიპ მორის საქართველოს“ თანამშრომლების ინიციატივით ჩატარებული აქციის ფარგლებში შეგროვებული ნივთები: ჩაიდნები და თბილი ჟაკეტები.

დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც ამ არაჩვეულებრივი საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა! განსაკუთრებით სასტუმრო „მერკურის“ ხელმძღვანელობას და პერსონალს. თქვენ ყველასგან დავიწყებულ მოხუცებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეთ, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამახსოვრდებათ!» – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს.

ფონდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს.

ფონდის ოპერირების ქვეშაა სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში. ამჟამად ფონდის მეურვეობის ქვეშ იმყოფება 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ გვერდი: https://fsp.ge

ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership.

ფონდის დამფუძნებელია ლეონიდ ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100