„როგორ უნდა დავგეგმოთ ტური: მივმართოთ ტურისტულ სააგენტოს თუ ჩვენ თვითონ, ინდივიდუალურად?“

მოგზაურობა ყველაზე სასიამოვნო პროცესია მათთვის, ვისაც უყვარს თავგადასავლები, სურთ დასვენება დატვირთული წლის შემდეგ. ხშირად გვიჩნდება კითხვა: ვის უნდა მივმართოთ ტურის დასაგეგმად: მივენდოთ ტურისტულ სააგენტოს თუ ეს ჩვენ თვითონ გავაკეთოთ - ამ თემაზეტურისტული სააგენტო „Free Travel” დირექტორი თინათინ გოგუაძე საუბრობს.

რატომ უნდა მივმართონ ტურისტულ სააგენტოს მომხმარებლებმა?

ტურისტულ სააგენტოში ტურის დაგეგმვასა და შეძენას ნამდვილად ააქვს შემდეგი უპირატესობები:

უმოკლეს დროში შეგიძლიათ ხარისხიანი მომსახურების მიღება და თანაც დაბალ ფასად.

გამოცდილ და დიდ ტურისტულ სააგენტოებს პირდაპირი ხელშეკრულება აქვთ საზღვარგარეთის სასტუმროებთან ან სასტუმროების ქსელთან. მათგან წინასწარი ხელშეკრულების საფუძველზე გარანტიით იღებენ სასტუმროს ნომრებს გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე მგზავრს შეუძლია იყიდოს ნებისმიერი სხვადასხვა ონლაინ დაჯავშნის ვებ. გვერდებიდან.

ტურისტულ სააგენტოში, პროფესიონალ ოპერატორთან მისვლით თქვენ დაზოგავთ დროს, აგიწყობენ თქვენთვის სასურველ ტურს, გაგიწევენ რეკომენდაციებს, დაგიჯავშნიან ავიაბილეთს, შეგირჩევენ სასტუმროს, დაუკვეთავენ ტრანსფერს (ტრანსპორტირებას აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან), თქვენი სურვილისამებრ შემოგთავაზებენ ადგილობრივ ექსკურსიებს, სამოგზაურო დაზღვევას.

თუკი ტურისტულ სააგენტოში შეიძენთ ტურს, საკონსულოებთან ურთიერთობით გამოცდილი ოპერატორები გაგიწევენ სავიზო კონსულტაციას, საკონსულოსთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში და აპლიკაციის შევსებაში დაგეხმარებათ. მოგეხსენებათ, რომსაკონსულოში არასრულყოფილი დოკუმენტების წარდგენამ შეიძლება გახდეს ვიზაზე უარის თქმის მიზეზი.

როდესაც ინდივიდუალურად, თვითონ გეგმავს ტურს მგზავრი რა უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად?

ვებ-სივრცეში სასურველი სასტუმროს, ავიაბილეთებისა და მსგავსი ტურისტული პროდუქტის ძიებისას, აუცილებლად ისარგებლეთ და შეიძინეთ მხოლოდ ისეთი ვებ გვერდიდან, რომლის თქვენს ახლობელს მაინც გამოცდილი აქვს და მის სანდოობაში დარწმუნებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება ხელში შეგრჩეთ ონლაინ იაფად ნაყიდი ბილეთების ფურცელი, ან სასტუმროსა და ტრანსფერის ყალბი დასტური, ხოლო თქვენს მიერ გადარიცხული თანხა წარმატებით დაერიცხოს რომელიმე კარგად გამოცდილ ხაკერს.

ყურადღება უნდა მიაქციოთ და გულისყურით გადაიკითხოთ ამათუიმ ტურისტული პროდუქტის დაჯავშნის, ყიდვის, გაუქმებისა და დეტალების შეცვლის წესებს. რადგანაც ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც სასტუმროს გამოსყიდვის დროს კომპანია ბარათიდან ბლოკავს სრულ თანხას და მისი გაუქმების შემთხვევაში არ აბრუნებს მის საფასურს.

ვებ გვერდიდან ავიაბილეთის ყიდვის დროს საპასპორტო მონაცემების, სახელის, გვარისა და მოგზაურობის დეტალებში არ უნდა გაგეპაროთ არანაირი შეცდომა. რადგანაც ერთმა განსხვავებულმა ბგერამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ნაყიდი ტურისტული პროდუქტის ავტომატური ანულირება.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც გეგმავენ მოგზაურობას და ვერ გადაუწყვტიათ თვითონვე დაგეგმონ ტური თუ ისარგებლონ ტურისტული სააგენტოს სერვისებით?

ძვირფასო მომხმარებლებო, თქვენი მოგზაურობის დაგეგმვისას მიაკითხეთ სააგენტოს, რომელსაც ჰყავს გამოცდილი, პროფესიონალი ოპერატორები.

მიიღეთ მათგან საჭირო კონსულტაციები და მიენდეთ მათ, იფრინეთ მშვიდად და უსაფრთხოდ, გაატარეთ დაუვიწყარი დრო!

კომენტარი