„კურორტი საირმე“ თბილისში წარმომადგენლობით ოფის გახსნის

დღეს, 16 დეკემბერს,12:00 საათზე თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. #10-ში, გაიხსნება „კურორტ საირმის“ ტურისტულ - საინფორმაციო ოფისი. „ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ „კურორტ საირმეში“ ტურიზმის განვითარებას და მომხმარებლის აზროვნებაში ცნობადობის გაზრდას და უკეთესი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას“. კურორტი „საირმე“ გამოირჩევა არა მხოლოდ სამკურნალო თვისებებით, არამედ შესანიშნავი ბუნებითა და ინფრასტრუქტურით, მისი მთავარი უპირატესობა უნიკალურ წყაროებთან ერთად გახლავთ კლიმატი, რომელიც წლის ოთხივე სეზონზე ერთნაირად სასიამოვნოა“. აცხადებს „კურორტი საირმის“ წარმომადგენელი.

სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით, ზღვის დონიდან 950 მ-ზე. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, სამკურნალო წყაროებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ულამაზესი ბუნებით. იგი მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში.

კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო და დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო"საირმე", რომელიც 150 ნომრისგან შედგება და 390 დამსვენებელზეა გათვლილი. აგრეთვე მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.

კურორტზე აგრეთვე მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, "კრაფტის" უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას გთავაზობთ.

დამსვენებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ სამედიცინო ცენტრით, რომელიც სასტუმრო "საირმის" ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით და ექოსკოპიური კაბინეტით.

კომენტარი