სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარის მხატვართა კავშირის გამოფენას ქუთაისმა უმასპინძლა

აჭარაში მოღვაწე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა ქალაქ ქუთაისის მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის გალერეა "ვარლა“-ში მოეწყო. ვერნისაჟზე გამოფენილი იყო 25-ზე მეტი მხატვრის სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ჟანრსა და სტილში შესრულებული50-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთა ხელწერა თანამედროვეობას ეხმაურება და არ ივიწყებს ქართულ ტრადიციებს.

გამოფენის გახსნას ადგილობრივი მხატვრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათთვის მოეწყო პროექტის ფარგლებში გამოცემული საექსპოზიციო ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია.

აღნიშნულ ექსპოზიციას 5-8 დეკემბერს ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი მასპინძლობდა.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში გახორციელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100