სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის საჩუქარი მარტოხელა მოხუცებს!

საქართველოში ერთ–ერთმა უმსხვილესიმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ – ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის სამების საკათედრო ტაძარში ექსკურსია მოაწყო. მოხუცებმა, ფონდის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს ტაძარი, რის შემდეგაც ისინი მამა იოანემ დალოცა. ექსკურსიის დასასრულს, ფონდის ბენეფიციარებსთვის სადღესასწაულო სადილი გაიმართა, სადაც მათ ფონდისგან საჩუქრები გადაეცათ.

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც არ დარჩა გულგრილი და წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების ორგანიზებაში:

- კომპანია „ქეთევანმა“ დაგვითმო საბანკეტო დარბაზი, სადაც მოეწყო საღამო.

- მაღაზიათა ქსელმა „ლიტმარკეტი“, ჩვენ ბენეფიციარებს გადასცა უგემრიელესი ლიტვური პროდუქცია ( კარაქი, ძეხვი, ორცხობილები და სხვა)!

- საცხობები „სტელა“ და „ხაჭაპური ონიაშვილზე“, სადღესასწაულო სუფრისთვის კექსები და ლობიანები გადმოგვცეს.

- უღრმესი მადლობა მუსიკოსს ვანო ხაჩიძეს, პოეტს ოთარ რურუას და მომღერალ გიორგი კიკნაძეს, რომლებმაც თავიანთი გამოსვლით გაალამაზეს საღამო.

ყურადღების ნებისმიერი გამოვლინება დიდი საჩუქარია მოხუცებისათვის!

მეგობრებო, დიდ მადლობას გიხდით, რომ დაუვიწყარი საღამო აჩუქეთ ყველასგან დავიწყებულ ადამიანებს“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა"საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს.

ფონდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სოციალურადდაუცველ მარტოხელა მოხუცებს, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მშობელთამზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს.

ფონდის ოპერირების ქვეშაა სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისსადა ქობულეთში. ამჟამად ფონდის მეურვეობის ქვეშ იმყოფება 700-ზე მეტიადამიანი, მათ შორის 100 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ გვერდი: www.fsp.ge

ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე:

www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100