iPhone+-მა იუსტიციის საბჭოს ეთიკის დეპარტამენტს ვალერიან ცერცვაძის "აიტექნიკთან"კავშირის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები და შუამდგომლობა წარუდგინა.

iPhone+-ი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს iPhone+-სა და "აიტექნიკს" შორის მიმდინარე დავის დასრულებამდე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცრცვაძე თანამდებობას ჩამოაცილონ. "მოგეხსენებათ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს "აიტექნიკი" წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ბატონ ვალერიან ცერცვაძის ოჯახის (მამის, მეუღლის და მეუღლის ძმის) ბიზნესს. ჩვენ წარმოვადგინეთ ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მოსამართლე ვალერიანის ცერცვაძის მთელი ქონება, 2016 წლის მაისამდე (ზუსტად იმ პერიოდამდე ვიდრე შპს “აიტექნიკი” ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დაიწყებდა საჩივრების დაგზავნას სხვადასხვა სტრუქტურებში), დატვირთული იყო იპოთეკით შპს "აიტექნიკის" სასარგებლოდ, ხოლო 2016 წლის მაისიდან ვალერიან ცერცვაძემ საკუთარი ქონება ჩაანაცვლა მისი მამის, მურთაზ ცერცვაძის ქონებით, რომლის ქონებაც იპოთეკით დღესაც დატვირთულია "აიტექნიკის" სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, “აიტექნიკის” ფინანსური შემოსავალი (მათ შორის საჩივრების საშუალებით) ან ფინანსური კრახი, აისახება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის პირადი და მისი ოჯახის ინტერესებზე და მეტიც, შპს “აიტექნიკის” ფინანსური კრახის შემთხვევაში, თავად ვალერიან ცერცვაძე და მთელი მისი ოჯახი ქონების გარეშე დარჩება. გარდა ამისა, ვალერიან ცერცვაძის სახელმწიფო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით GLL-101, გადაღებულიa შპს “აიტექნიკის” სარეკლამო კლიპში. ასევე, ამავე კლიპში გადაღებული ვალერიან ცერცვაძის პირადი მძღოლი. ვალერიან ცერცვაძის ყველა ზემოთ აღნიშნული გაუმართლებელი ქმედება, უდიდეს დარტყმას აყენებს სასამართლოს იმიჯსა და ავტორიტეტს, დღეს ყველაზე მეტად არის საჭირო სასამართლოსადმი ნდობა. დღეს, ჩვენ წერილობით მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს აცილება და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვა, რადგან თბილისის სააპელაციოს სასამართლოს თავმჯდომარის საოჯახო ბიზნესი გვიჩივის მისსავე სასამართლოში და არ არსებობს ნდობა, რომ სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, იმ აბსურდზე რაზეც ყადაღა გვადევს.

კომენტარი