რესტორანი „ტიფლისო“ - მყუდრო გარემო, მრავალფეროვანი მენიუ და ცოცხალი მუსიკა ყოველ დღე

განახლებული რესტორანი „ტიფლისო“ გამოირჩევა საუკეთესო მყუდრო გარემოთი. ცოცხალ მუსიკასთან ერთად, აქ ყოველ დღე ქართული ესტრადის სხვადასხვა ვარსკვლავები გელიან, რომლებიც თქვენს განწყობაზე იზრუნებენ. საღამოს 9 საათიდან ვიოლონოს, საქსაფონისა და აკარდიონის ცოცხალ შესრულებას 12 საათზე ანაცვლებს მომღერალ ილო თოფურიას ცოცხალი პროგრამა, ასევე სხვა ცნობილი მომღერლების მონაწილეობით. პარასკევს და შაბათს იმართება განსხვავებული ივენთები, რომლებიც კიდევ უფრო აგიმაღლებთ განწყობას.

ნინო იაშვილი, რესტორან „ტიფლისოს“ მენეჯერი : პარასკევს, 2 დეკემბერს, რესტორანი „ტიფლისო“ უმასპინძლებს მაია კვირკველიასა და მერაბ სეფაშვილს. მომდევნო პარასკევს, 9 დეკემბერს კი გია სურამელაშვილი და მაია კვირკველია გაუძღვებიან მუსიკალურ პროგრამას. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქ მოსულ სტუმრებს შევუქმნათ გამორჩეული განწყობა, რადგან თითოეული სტუმარი და მათზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.

რესტორანი „ტიფლისო“ ასევე გამოირჩევა მრავალფეროვანი მენიუთი, რომელშიც შედის არა მარტო ქართული კერძები, ასევე ევროპულიც. გარდა ამისა, აქ გვთავაზობენ საფირმო სალათსა და წვნიანს „ტიფლისო“, ამას გარდა, უახლოეს დღეებში იგეგმება ბევრი მრავალფეროვანი ღონისძიება, რომლებიც დეკემბრის სუსხიან დღეებს გაგითბობთ და გაგიხალისებთ. შეიქმენით წინასაახალწლო განწყობა რესტორან „ტიფლისოსთან“ ერთად, რომელიც კოტე აფხაზის 44 ნომერში მდებარეობს. სამუშაო საათები: შუა დღის 12 საათიდან დილის 3 საათამდე

https://www.facebook.com/tifliso/?fref=ts

მაგიდის დასაჯავშნათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 557 29 12 41, 592 09 09 11

კომენტარი