მუზეუმების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი პოლონეთში დასრულდა

აჭარის რეგიონის მუზეუმების წარმომადგენლები 24 ნოემბერს, სილეზიაში, პშჩინას სასახლე- მუზეუმს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მუზეუმის დირექტორთან, მოგვიანებით კი XIX საუკუნის სასახლეში დირექტორმა თავად გაუწია სტუმრებს ექსკურსიამძღოლობა.

სასახლის ვიზიტის შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა სილეზიის ოლქის კულტურის დეპარტამენტის დირექტორთან - პშემისლავ შმაჩეკთან. შეხვედრაზე მხარეებმა პოლონეთში ვიზიტის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

კომენტარი