სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

29 წლის სამ შვილიანი მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

ჩვენ მოგიყვებით 29 წლის სამ შვილიან მარტოხელა დედაზე, რომელიც თბილისში საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, ახლა ქირით კონიაკის ქუჩაზე ცხოვრობs და სახელმწიფომ სოცილური დახმარება შეუწყვიტა. აი რას ყვება დრონი.ჯი-სთან საუბრაში ვერა გიორგაშვილი:

ვერა გიორგაშვილი: საკუთარი სახლი არასდროს მქონია. მიმასწავლეს, რომ იყო შენობა, სადაც შემეძლო დარჩენა. 5 წელი ვიცხოვრეთ იქ. იმ საერთო საცხოვრებელში სულ 18 ოჯახი ცხოვრობდა. პირობები არ იყო, მაგრამ ამას ვინ დარდობდა - ჭერი თუმცა ის, ყოფილი სანატორიუმის შენობა, ავარიული იყო და 28 ივლისს, საღამოს, მოულოდნელად ჩამოგვენგრა თავზე. საბედნიეროდ, გამოსვლა მოვასწარით. უფლის ნებით, არავინ დაშავებულა. იმ საღამოს გამგეობამ გაგვიყვანა სასტუმროში, შემდეგ კი, ბინები ქირით მოვძებნეთ. ბინის ფულს გამგეობა იხდის, თუმცა შემიწყვიტეს სოციალური დახმარება, ამ მისამართზე არ გეკუთვნისო და ხელახლა გადახედვას სამი თვე უნდა , რომ ისევ დამინიშნონ. რა ვქნა მე ეს სამი თვე, ქმარი არ მყავს და მარტო მრავალშვილიანობის დახმარებით თვიდან თვემდე როგორ ვაცხოვრო ჩემი შვილები.

-გამგეობაში გვითხრეს, ბინა სამასი ლარის ფარგლებში მოძებნეთო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თანხად ვერ ვნახე. ახლა სადაც ვართ, 350 ლარს ვიხდით ყოველთვიურად. 50 ლარს ჩემი სოციალური დახმარების თანხიდან ვამატებ. სიმართლე გითხრათ, ამ 50 ლარის დამატებაც კი ძალიან მიჭირს. მთელი დღე ისეთი დატვირთული ვარ, მუშაობას ფიზიკურად ვერ ვახერხებ. მხოლოდ კეთილი ხალხის იმედად ვარ. არის ფონდები, ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან. მათ სიკეთეს არასდროს დავუკარგავ. დღესაც კი მათ იმედად ვარ. მათ უკვე ჩემს მეგობრებად მივიჩნევ. სოციალურ დახმარებას რომ ავიღებ, ფაქტობრივად, ორ კვირაში, თანხა უკვე აღარ მაქვს, საკვების ფულადაც კი აღარ მრჩება.

მთავრობისადმი თხოვნა მაქვს ყველა მარტოხელა დედას მოგვაქციონ ყურადღება. მინდა, ყოველი დღე იმ ფიქრით არ გვითენდებოდეს და გვიღამდებოდეს, რა ვაჭამო ბავშვებს. იქნებ რაიმე ფართი გამომიყონ, რომ ქირა მაინც არ მქონდეს გადასახდელი. მაქვს კეთილი ადამიანების იმედი, იქნებ ვინემ გამოიჩინოთ გულისხმიერება და გვერდში დაუდგეთ ჩემს შვილებს, ისინი ჯერ სულ პატარები არიან და გთხოვთ გევრდში დამიდგეთ. თქვენც ხომ ხართ დედები, თქვენც ხომ გყავთ შვილები, თქვენც ხომ გინდათ რომ თქვენი შვილები კარგად იყვნენ. უმორჩლესად გთხოვთ გევრდში დამიდგეთ და დამეხმაროთ

ქალბატონის ნებართვითა და თხოვნით ვაქვეყნებთ ასევე მის ტელეფონის ნომერს, რომელზეც თითოეულ თქვენგან დახმარების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ დაუკავშირდეთ : 557 635 420 ვერა გიორგაშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100