სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში 10 თვის გოგონას ცემისთვის ძიძა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ე.ს. არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა ცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

დაკავებულს ჯარიმა ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100