PSP-ს მე-18 წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

PSP-მ 2016 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებულები გამოავლინა. 2000 ლარიანი ხელფასის მფლობელი ყვარელის მკვიდრი ბეჟან ჩიხორლიშვილი გახდა; 2016 წლის GLA კლასის „მერსედესი“ ქუთაისელმა ელენე ქარციძემ მოიგო; ასევე ქუთაისელია ქალბატოინ ლალი თოშხუა, რომელსაც „პსპ“-სგან გადაეცემა გარემონტებული ბინა „m²-ში“ ცენტრალური გათბობით, სამზარეულოთი და კეთილმოწყობილი აბაზანით.

PSP-მ წელს მოხმარებელს უპრეცედენტო პირობა შესთავაზა, რამაც ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება მისცა მარტივად ჩართულიყო გათამაშებაში. „4 სეზონი-4 გათამაშებას“ ფარგლებში პსპ წელიწადში 4-ჯერ მომხმარებელს აქვს შანსი მოიგოს: 4 - ახალ, 2016 წლის GLA კლასის „მერსედესს“, 4 -გარემონტებულ ბინას „m²-ში“ ცენტრალური გათბობითა და სამზარეულოთი, ასევე 4 - ყოველთვიური 2000 ლარიან ხელფასს ერთი წლის განმავლობაში.

„ჩვენი გათამაშება ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. პსპ-ს ყველა მომხმარებელი გამარჯვებულია, რადგანაც ხარისხიან მედიკამენტებთან ერთად ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს იღებს და ამით ფულსაც ზოგავს და დამატებით წამახალისებელ გათამაშებაშიც ერთვება“, - აცხადებენ პსპ-ში.

PSP 22 წლიანი წარმატების ისტორიის მქონე კომპანიაა. 2007 წლიდან პსპ-ს წამახალისებელი გათამაშება უკვე 18-ჯერ ჩატარდა. PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 45 ავტომობილი, 7 ბინა თბილისში, 7 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 137 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა. PSP-ს მომდევნო გათამაშება 9 თებერვალს გაიმართება.

კომენტარი