გიზო ჩიგოგიძის ფოტოგამოფენა ბათუმელებისთვის

დღეს ქ. ბათუმში ევროპის მოედანზე მოეწყო ხელოვან გიზო ჩიგოგიძის პერსონალური ფოტოგამოფენა. ვერნისაჟზე წარმოდგენილი იქნა მე-20 საუკუნის ფოტო ნამუშევრები, რომლებზეც აღბეჭდილია ქალაქ ბათუმის პეიზაჟები, არქიტექტურა, ქალაქის სტუმრები, ცნობილი ადამიანები და სხვა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეყობით შესაძლებელი გახდა გიზო ჩოგოგიძის ფოტო ნამუშევრების საექსპოზიციოდ მომზადება. სულ გამოფენილი იქნა 300 ფოტო. აღნიშნული პროექტის მიზანია ფოტოხელოვნების პოპულარიზაცია, ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონის კულტურის, ტრადიციების, ღირსშესანიშნაობების წარმოჩენა, ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. გიზო ჩიგოგიძის პერსონალური ფოტოგამოფენა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - „ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

კომენტარი