25 წლის პატარა გაბრიელის დედას სიმსივნე აქვს და თითოეული ჩვენგანის დახმარება სჭირდება

გადამარჩინეთ ... სიცოცხლე მინდა! 25 წლის თამარი ყოველ დღე სიკვდილს თვალებში ვუყურებ. მეშინია, რომ დილა არ გამითენდება... მთელი დღეები ვტირი,არ მინდა ჩემი 4 წლის გაბრიელი დავაობლო...სულ განიცდის, რომ დროს მასთან ვერ ვატარებ, მეხვეწება - არ დამტოვოო, არ წახვიდე დედაო! როგორც არასდროს ისე მინდა სიცოცხლე... ჩემი შვილის გამო მინდა გადავრჩე! 25 წლის თამარ კოვზირიძეს აქვს ჰოჯკინის ლიმფომა IV სტადია. ესაჭიროება თურქეთის კლინიკაში გადაყვანა. მხოლოდ გამოკვლევებისთვის საჭიროა 15000$. ოჯახს არ აქვს ამის საშუალება, უსახსრობის გამო ახალგაზრდა გოგონა იღუპება.

ოჯახი ცხოვრობს ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში და მოგეხსენებათ სოფლად მცხოვრები ადამიანი ფინანსურად გამართული ნამდვილად არ არის. თამარმა თბილისში გაიკეთა 4 ქიმია, მეხუთე კი უსახსრობის გამო ჩაუვარდა, არადა მკურნალობამ და ტომოგრაფიამ 4 ქიმიის შემდეგ უკეთესი შედეგი აჩვენა და ექიმებიც ამბობენ, რომ მკურნალობას ექვემდებარება, ოღონდ ქიმია აუცილებლად უნდა გააგრძელოს. პირადი ექიმი 60%-იან იმედს აძლევს, რომ განიკურნება, თუმცა ეს ყველაფერი დიდ თანხასთან არის დაკავშირებული.

ოჯახი დახმარებას ითხოვს. თამარის ანგარიშზე გახსნილია ანაბარი საქართველოს ბანკში. მოდით ყველამ ჩვენი გადარიცხული თითოეული ლარით გადავარჩინოთ ამ ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე და წლინახევრის გაბრიელს ნუ მივცემთ უფლებას, რომ უდედოდ გაიზარდოს. ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია და ერთად ნამდვილად ყველაფერს შევძლებთ.

საქართველოს ბანკი: GE15BG0000000860699000 მიმღები რუსუდან ჩაგელიშვილი


საკონტაქტო ნომერი: 557 22 80 80 თამარის მობილური; 577 377 286 (ოჯახის მობილური); 558 76 76 02 მამუკა და რუსუდანი.

კომენტარი