გიზო ჩიგოგიძის პერსონალური ფოტოგამოფენა ბათუმელებისთვის

ხვალ, 04 ნოემბერს 13:00 საათზე ქ. ბათუმში ევროპის მოედანზე მოეწყობა ხელოვან გიზო ჩიგოგიძის პერსონალური ფოტოგამოფენა. ვერნისაჟზე წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნის ფოტო ნამუშევრები, რომლებზეც აღბეჭდილია ქალაქ ბათუმის პეიზაჟები, არქიტექტურა, ქალაქის სტუმრები, ცნობილი ადამიანები და სხვა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეყობით შესაძლებელი გახდა გიზო ჩოგოგიძის ფოტო ნამუშევრების საექსპოზიციოდ მომზადება. სულ გამოფენილი იქნება 300 ფოტო.

აღნიშნული პროექტის მიზანია ფოტოხელოვნების პოპულარიზაცია, ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონის კულტურის, ტრადიციების, ღირსშესანიშნაობების წარმოჩენა, ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

გიზო ჩიგოგიძის პერსონალური ფოტოგამოფენა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - „ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

კომენტარი