სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალაქში ხარისხიანი სარემონტო მასალების მაღაზიაა - ზოდი!

როდესაც ყიდულობთ ბინას, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, რომელ უბანში იცხოვროთ, რამდენ ოთახიანი სახლი შეიძინოთ, დიდი აივანი გსურთ თუ პატარა? მაგრამ, როგორი ბინაც არ უნდა შეიძინოთ, თქვენ იმსახურებთ საუკეთესო რემონტს! ზოდის ახალი 2000 მ2-ზე განთავსებული შოურუმი წარმოგიდენთ მაღალი ხარისხის სარემონტო მასალების სრულ ჩამონათვალს ერთ სივრცეში. ზოდის დიზაინერი დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენი ინტერიერისთვის შესაბამისი ბუნებრივი ქვის მოსაპირკეთებელი მასალები, შიდა და გარე კარი, კერამიკა, ლამინირებული იატაკი და მრავალი სხვა ინტერიერის დეტალი.

„თითქმის 10 წელია, რაც კომპანია ზოდი საქართველოში სარემონტო სფეროში მუშაობს. ჩვენ დავიწყეთ კარით. და დღეს უკვე გავხსენით შოურუმი, სადაც მოხმარებელს სარემონტო მასალების სრულ სპექტრს ვთავაზობთ. გვინდა ჩვენ ერთგულ და ახალ მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურება და ბუნებრივი ქვების ყველაზე დიდი არჩვევანი საქართველოში. ჩვენი ქვის საამქრო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით, რაც უზრუველყოფს მარმარილოს, გრანიტის, კვარცის, ტრავერტინისა და ონიქსის საუკეთესო ხარისხით დამუშავებას და იდეალურად მორგებას მომხმარებლის ინტერიერში.“- განმარტავს „ზოდის“ დირექტორი იგორ გაბაიძე.

ზოდის შოურუმში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების დიდი არჩვევანი: ISTOK-ის კარი ევროპიდან, Cimstone-ის კვარცი, Fimar-ის მარმარილოს მოსაპირკეთებელი მასალები, Paradyz-ის კერამიკა, Aristoni-ის ცენტრალური გათბობა და მრავალი სხვა. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს გარე და შიდა კარის შერჩევის დროს. მომხმარებელს შეუძლია ზოდის მაღაზიაში ან უბრალოდ სახლიდან სატელეფონო ზარით მოითხოვოს ადგილზე აზომვა-კონსულტაციის უფასო მომსახურება. ზოდის თანამშრომლები ადგილზე გაუწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას მომხმარებელს ნებისმიერი დიზაინის კარის სასურველ ღიობში მორგებასთან დაკავშირებით. მაღალი ხარისხი არ ნიშნავს მაღალ ფასს, და ამაში ჩვენი ახალი შოურუმის სტუმრები თავად დარწმუნდებიან“ - ამბობს იგორ გაბაიძე.

ზოდის ახალ შოურუმი მდებარეობს წერეთლის 149-ში, დიდუბის ხიდთან მარცხენა სანაპიროზე. მრავალფეროვანი პროდუქციისა და მაღალი სტანდარტის მომსახურებასთან ერთად, აქ გელოდებათ სასიამოვნო კაფე, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ დაისვენოთ და კომფორტულ გარემოში და დარწმუნდეთ თქვენი არჩევანის სისწორეში.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100