სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

საჩხერის რაიონული საავადმყოფოს სპეციალისტებმა, ონკოლოგიურ პაციენტებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს და დიაგნოსტიკური კვლევები, კერძოდ - ციტოლოგიური კვლევა, ექოსკოპია და კომპიუტერული კვლევა ჩაუტარეს. გამოკვლევები საჩხერის რაიონულ საავადმყოფოსა და ჭიათურაში, „ჯეო ჰოსპიტალში“ ჩატარდა. ამ დროისთვის, აქციის ფარგლებში გამოკვლევები 200-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.
აქციაში მონაწილეობდნენ საჩხერის საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები: ზაზა ლომიძე, გიორგი ქრისტესიაშვილი, გიორგი მწყერაშვილი, ილია გოცაძე, ზაალ კვირიკაშვილი, მამია ხუტაშვილი.
როგორც საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების სამედიცინო მენეჯერი თამარ მელიქიძე აღნიშნავს, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. მისი განმარტებით, ონკოლოგიური დაავადების პრევენციისთვის, მსგავსი კვლევები აუცილებლობას წარმოადგენს.
ონკოლოგიური დაავადებები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტუალურ პრობლემად რჩება. ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ შემცირების ნაცვლად, ონკოლოგიური დაავადებების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ადრეულ სტადიაზე მოვახდინოთ დაავადების აღმოჩენა, რადგან, თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს, ანუ პირველ და მეორე სტადიაზე, შემთხვევათა 95-98%-ში დაავადება მკურნალობას ექვემდებარება.
როგორც წესი, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისთვის სამი ძირითადი მეთოდი გამოიყენება: ქირურგიული, ქიმიოთერაპიული და რადიოთერაპიული, რა თქმა უნდა, იმუნოთერაპიასთან და ჰორმონოთერაპიასთან ერთად. ჩვენს საავადმყოფოში, გარდა რადიოთერაპიისა, ყველა სხვა საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ონკოლოგიურმა პაციენტმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა ჩაიტაროს. კლინიკას გააჩნია ულტრათანამედროვე აპარატურა და პროფესიონალი კადრები, მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებსაც გააჩნიათ ამ აპარატურასთან მუშაობის პრაქტიკული უნდარ-ჩვევები და გამოცდილება. ჩვენთან კეთდება უნიკალური ონკოლოგიური ოპერაციები.
მადლობას ვუხდით იმ პაციენტებს ვინც უკვე გაიარა გამოკვლევები, ხოლო მათ, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა ჩვენთან ვაცნობებთ, რომ მსგავსი აქციების ჩატარება ჩვენს საავადმყოფოში კვლავ იგეგმება. ასე რომ, ჩვენი საავადმყოფოს პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები მზად არიან იზრუნონ თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.“
- აღნიშნავს თამარ მელიქიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100