სატელევიზიო პულტს ალტერნატივა გამოუჩნდა

მომხმარებლის ჩვევას, მხოლოდ ტელევიზორის პულტით მართოს ეთერი, ალტერნატივა გამოუჩნდა. სილქნეტმა მეტი კომფორტისთვის SilkTV-აბონენტების მობილური მოწყობილობებისთვის პულტის აპლიკაცია დანერგა. ცოტა ხნის წინ კი, ახალი ფუნქცია დაამატა - დასახელების, სახელწოდების მითითებით ნებისმიერი არხის, გადაცემის, ვიდეო კონტენტის მოძიება გახდა შესაძლებელი.

სატელევიზიო ეთერის მართვა საკუთარი სმარტფონიდან რეალობად რომ იქცეს, მომხმარებელმა უფასო აპლიკაცია Silk TV Remote უნდა გაიაქტიუროს მისთვის სასურველ მოწყობილობაზე - iPhone , iPad , Android სმარტფონებსა და პლანშეტებზე.

აპლიკაციით სარგებლობისთვის აუცილებელია ინტერნეტთან წვდომა. შესაბამისად, მისი მოხმარება შესაძლებელია ნებისმიერი მანძილიდან, სხვა ოთახიდანაც კი. ეს ინოვაცია პულტის მუდმივად ძებნისა და დეკოდერთან დაკავშირების აუცილებლობას მოხსნის.

სმარტფონის პულტით შესაძლებელია Silk TV არხებისა და TV პროგრამის სრული ჩამონათვალის ნახვა, ინტეგრირებული ღილაკით და კლავიატურით - სასურველ დროზე გადასვლა, საძიებო სიტყვის მითითებით კი - ნებისმიერი გადაცემის მოძიება.

თავდაპირველად აპლიკაციის გააქტიურება, ტვ- განყოფილებაში „ჩემი Silk TV“, ოთხნიშნა პინ კოდის შეყვანით ხდება. მომხმარებელი ტელევიზორის ეკრანზე ადასტურებს აპლიკაციასთან კავშირს.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა და ხელმისაწვდომია :

▶ Web - remote.silktv.ge
▶ iOS - https://goo.gl/giCiTI
▶ Android - https://goo.gl/6ME04p

კომენტარი