„მაქრო ქონსთრაქშენი“ ბინების გაყიდვას ეროვნულ ვალუტაში იწყებს

ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი, საერთაშორისო სამშენებლო კომპანია "მაქრო ქონსთრაშენი” ბინების რეალიზაციას ეროვნულ ვალუტაში იწყებს. კომპანიის მიმდინარე გრანდიოზული პროექტის „მწვანე ალმასის“ ყველა მომავალი მობინადრე ბინების შეძენას ამიერიდან ლარში შეძლებს.

დღეს, როცა საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ძირითადად დოლარში წარმოებს. იმ პირობებში, როცა ადამიანს ხელფასი ლარში აქვს და შესაბამისად, შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში ერიცხება, მაღალი დოლარიზაცია მომხმარებელს ბევრ ფინანსურ პრობლემას უქმნის. „მაქრო ქონსთრაქშენის“ ახალი შეთავაზება ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით დადგა დღის წესრიგში.

" ჩვენ მიერ შეთავაზებული ახალი გადახდის პირობა ლარში, მომხმარებელს უძრავი ქონების შეძენას გაუმარტივებს. იმისთვის, რომ ბინის ყიდვა უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო მომხმარებლისთვის, გადავწყვიტეთ მსგავსი შეთავაზება გაგვეკეთებინა. ეს პირობა მომხმარებელს ბევრ ფინანსურ პრობლემას ააცილებს. საქართველოში ბოლო პერიოდში არასტაბილური და მერყევი კურსია. ახალი წლისთვის ლარი დოლართან მიმართებაში როგორც წესი გაუფასურებას იწყებს. სწორედ ამიტომ "მაქრო ქონსთრაქშენმა” მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელ კომპლექს „მწვანე ალმასში“ ბინის შეძენის მსურველთათვის მოქნილი და მათ ინტერესებზე მორგებული პირობები შეეთავაზებინა”, - განაცხადა „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარერმა.

ახალი გადახდის პირობა ლარში რეგიონში არსებულ მოთხოვნაზეა გათვლილი. „მაქრო ქონსთრაქშენის“ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში „მწვანე ალმასი“ პირველადი შენატანი

10%-ია. გადასახადის 30% 30 თვეზე ნაწილდება, დარჩენილ 60%-ს კი მომხმარებელი ბინის ჩაბარებისას იხდის. კომპანია პოტენციურ კლიენტებს ერთიანი გადახდის შემთხვევაში უძრავ ქონებაზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. რაც მეტია პირველადი შენატანი, კლიენტი მით მეტ ფასდაკლებას იღებს.


„მწვანე ალმასში“ ბინების კვადრატული მეტრის ფასი 799 დოლარია. მომხმარებელს ბინები სრული რემონტით, აბაზანის გარნიტურითა, სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით ბარდება. შიდა განვადება უპროცენტოა და მყიდველი ყოველგვარი ზედმეტი გადასახადისგან გათავისუფლებულია.

შეიძლება ითქვას, ქართულ ბაზარზე ლარში ბინის შეძენის შეთავაზება უპრეცენდენტოა. კომპანიები კლიენტებს უძრავ ქონებას ძირითადად დოლარში სთავაზობენ. სწორედ ამიტომ, "მაქრო ქონსთრაქშენის” ახალ პირობებით ქართველი მომხმარებელი კმაყოფილია.

როგორც პოტენციურმა კლიენტმა მარი ბერძენიშვილმა განაცხადა, "მაქრო ქონსთრაქშენის” პირობები თიოთოეული მომხმარებლის მოთხოვნაზეა მორგებული.

"ხელფასი ლარში მაქვს, შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში ბინის შეძენა ჩემთვის, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი და მისაღებია. ყველასთვის კარგადაა ცნობილი ჩვენს ქვეყანაში არსებული არასტაბილური კურსის შესახებ. დოლარში უძრავი ქონების შეძენამ ყოველთვიური ხარჯი დაუგეგმავად, უამრავ ადამიანს გაუზარდა. ამიტომ ეს პირობები ძალიან მომწონს. მირჩევნია, ზუსტად ვიცოდე რამდენს ვიხდი და ყოველდღიურად ლარის გაუფასურების შიშით არ ვიცხოვრო”, - აღნიშნავს მარი ბერძენიშვილი.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასის“ პროექტი მოიცავს სამ ეტაპს, პირველი ეტაპი შედგება 731 ბინისგან. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად განთავსდება. საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ. მეტრი შიდა გამწვანებული ეზო იქნება, რაც მობინადრეებს თბილისში განსხვავებულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1 772 ბინით. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრცე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, სოციალური ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.

კომენტარი