სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაგთი და დისქავერი წარმოგიდგენთ წლის ყველაზე ხმაურიან პრემიერას, სერიალს „ჰარლი და ძმები დევიდსონები“.

სერიალის ოფიციალური ჩვენება 18 სექტემბრიდან დისქავერის არხზე დაიწყება, მანამდე კი, 17 სექტემბერს, მაგთიკომი და დისქავერი 1 სერიის დახურულ-ჩვენებას სასტუმრო „რუმს თბილისში“ მოწვეული სტუმრებისთვის გამართავენ.17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ასევე საზეიმოდ ჩაივლის ჩოპერების კოლონა.

სერიალი „ჰარლი და ძმები დევიდსონები“ რეალური ისტორიის მხატვრული გაცოცხლებაა. სერიალში მონაწილეობენ პოპულარული მსახიობები ისეთი ცნობილი სერიალებიდან, როგორიცაა: „სამეფო კარის თამაშები“ , „კასლი“, C.S.I და სხვა.

ჰარლი და ძმები დევიდსონები. ორი უცნობი გვარი. ერთი უცნობი ისტორია Discovery Chennel წარმოგიდგენთ მხატვრულ სერიალს საკულტო მოტობრენდის შემქმნელთა შესახებ.

ას წელზე მეტი ხნის წინ, 1903 წელს, ორმა ახლაგაზრდამ, სკოლის მეგობრებმა უილიამ ჰარლიმ და ართურ დევიდსონმა, ავტოფარეხში, ერთი არაფრით გამორჩეული, მოტორიანი ველოსიპედი ააწყვეს. სწორედ ასე იწყება რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ლეგენდა, რომელსაც მაყურებელს წლეულს შესთავაზებს Discovery Chennel-ი ახალ სანახაობრივ სერიალში „ჰარლი და ძმები დევიდსონები“. სერიალი სექტემბერში გავა ეთერში.

პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს მიშელ ჰიუსმანი. მას მაყურებელი კარგად იცნობს სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“, სადაც იგი დაარიო ნაჰარისის როლის თამაშობს. გარდა ამისა, სერიალში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები რობერტ არანაიო და ბაგ ჰოლი.„ჰარლი-დევიდსონი“ არა მხოლოდ მოტოციკლია, არამედ ცხოვრების სტილი და კულტურის მიმართულება, ხოლო ზოგიერთებისათვის - თითქმის რელიგია.

სერიალი გვიამბობს, თუ როგორ იქმნებოდა ეს კულტი და მაყურებელს საინტერესო მოგზაურობაში იწვევს, რომელიც XX საუკუნის გარიჟრაჟზე დაიწყო ამერიკის ქალაქ მილუოკის ერთ შეუმჩნეველ ავტოფარეხში. გიგანტური მოტოკორპორაციის დამფუძნებლები - უილიამ ჰარლი, ართურ დევიდსონი და მისი ორი ძმა - უოლტერი და უილიამი - იმხანად ოცი წლისანი, ენთუზიაზმით სავსენი იყვნენ და გრანდიოზულ გეგმებს აწყობდნენ, რომლებმაც იმაზე უფრო დიდი გაქანებით შეისხა ხორცი, ვიდრე მათ შეეძლოთ ევარაუდათ.

მიშელ ჰიუსმანმა ამ სერიალში სათამაშოდ აბჯარი გაიხადა და XX საუკუნის დასაწყისის საქმიან კოსტიუმში გამოეწყო.

იგი ართურ დევიდსონის - უოლტერ დევიდსონის ძმის - როლშია, რომელიც კომპანიის პირველი დირექტორი გახდა. თავად ათურის როლი ბაგ ჰოლმა ითამაშა, რომელსაც მრავალრიცხოვანი როლები აქვს შესრულებული ისეთ პოპულარულ სერიალებში, როგორიცაა „რევოლუცია“, „კასლი“, `„C.S.I”, „დანაშაულის ადგილი“, „იფიქრე, როგორც დამნაშავე იფიქრებდა“ და სხვ.

უილიამ ჰარლი - დაარსების დღიდან სიკვდილამდე კომპანიის მთავარი კონსტრუქტორი - ეკრანზე განასახიერა რობერტ არმაიომ, რომელიც ერთ-ერთ როლს ითამაშებს „სამეფო კარის თამაშების“ მე-6 სეზონში. მაყურებელმა ახალგაზრდა მსახიობი ფილმ „ღამის ცხოველების“ შემდეგ შეიყვარა, სადაც იგი ისეთ ვარსკვლავებთან ერთად იხილა, როგორებიც ჯეიკ ჯილენჰოლი და ემი ადამსი არიან.

Discovery Chennel-ის დაკვეთით სერიალის გადაღებაზე მუშაობდა ცნობილი ბრიტანული პროდიუსერული კომპანია Raw Television.სექტემბერიდან, ყოველ კვირა დღეს, 00:00 საათზე, Discovery Chennel-ზე ნახეთ სერიალი „ჰარლი და ძმები დევიდსონები“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100