სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცეცხლის გაჩენის საშიშროების გამო Samsung Galaxy Note 7-ის მფლობელებს ბორტზე ფრენის დროს ტელეფონებს ართვევინებენ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო "Samsung Galaxy Note 7"-ის საჰაერო ხომალდით გადატანასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მგზავრებისა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების საყურადღებოდ!

თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლის გაჩენის საშიშროების ალბათობის გამო და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ფრენის უსაფრთხოების ბიულეტენზე დაყდნობით, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს რეკომენდაციებს “Samsung Galaxy Note 7” აპარატების საჰაერო ხომალდით გადატანასთან დაკავშირებით:

· ფრენის განმავლობაში შეინარჩუნეთ აღნიშნული მოდელის აპარატები გამორთულ მდგომარეობაში;

· მოერიდეთ “Samsung Galaxy Note 7” ელემენტის დამუხტვას საჰაერო ხომალდის ბორტზე;

· არ მოათავსოთ აღნიშნული მობილური ტელეფონები რეგისტრირებულ ბარგში;

· დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ეკიპაჟის წევრებს აპარატის შესაძლო დაზიანების, გახურების, აალების, დაკარგვის ან სავარძლებს შორის ჩავარდნის შემთხვევაში.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საავიაციო ხელისუფლებების მიერ რეკომენდაციების გავრცელების აუცილებლობა განაპირობა კომპანია “Samsung”-ის ოფიციალურმა განცხადებამ, რომლის მიხედვით, „Galaxy Note 7”-ის ელემენტებთან მიმართებაში გამოვლინილი მოჭარბებული საჩივრების გამო, კომპანია იწყებს გაყიდული პროდუქციის გამოთხოვისა და მისი ახალი აპარატებით გამოცვლის პროგრამას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოგიწოდებთ საჰაერო ხომალდით მგზავრობისას დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები და გაითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100