სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიასთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები განიხილეს. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო.
OSCE/ODIHR-ი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს. ეს არის გრძელვადიანი მისია, რომელიც დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას. OSCE/ODIHR-ის გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. დღევანდელ შეხვედრას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრ კელჩევსკი, ხელმძღვანელის მოადგილე მეგან ფიცჯერალდი, მრჩეველი ალექსი ლიჩკოვახი, გრძელვადიან დამკვირვებელთა კოორდინატორი კერსტინ დოქტერი, ანალიტიკოსი საარჩევნო საკითხებში ვანია ანგუელოვა, ანალიტიკოსი იურიდიულ საკითხებში ენირა ბრანიცსკაია და ანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში დიმაშ ალჟანოვი ესწრებოდნენ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100